დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 1996 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 856 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/12/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, XII, 31/12/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 856
1996 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
1996 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თანდართული გადაწყვეტილება 1996 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
ე . შევარდნაძე
დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 დეკემბრის №856 ბრძანებულებით
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა 1996 წლის 27 დეკემბერს თავის შემაჯამებელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 1996 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიები მიანიჭა შემდეგ კანდიდატებს:
ლიტერატურის დარგში:
1. პოეტ არჩილ სულაკაურს - გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ 1995-1996 წლებში გამოქვეყნებული ლირიკული ლექსებისათვის.
2. მწერალ ნუგზარ შატაიძეს - გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოსა“ და ჟურნალ „XX საუკუნეში“ 1994-1996 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობებისათვის, რომლებმაც თავი მოიყარა კრებულში „ელიქარი“ (გამომცემლობა „მერანი“, 1996).
სახვითი ხელოვნების დარგში:
3. მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელს და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას - ქუთაისში დადგმული დავით აღმაშენებლის ძეგლისათვის.
4. მხატვარ თენგიზ ჯაფარიძეს - 1994 წლის პერსონალურ გამოფენაზე ექსპონირებული გობელინებისათვის („ნაცნობი სახეები“, „მუზა“, „სამი გრაცია“, „მელოდია“, „ოჯახი“).
თეატრის დარგში
5. დამდგმელ რეჟისორს რობერტ სტურუას, დამდგმელ მხატვარს მირიან შველიძეს, მთავარი როლების შემსრულებლებს ზაზა პაპუაშვილს და ნინო კასრაძეს - შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე შექსპირის „მაკბეტის“ დადგმისათვის.
მუსიკის დარგში:
6. ანსამბლს „ქართული ხმები“ (რობერტ გოგოლაშვილი - ხელმძღვანელი, დავით გოგიაშვილი, გია ჭირაქაძე, ზურაბ ლოლაძე, თეიმურაზ ჭკუასელი, გურამ თამაზაშვილი, მალხაზ თალაკვაძე, გივი ჭიჭინაძე,ზაურ ბოლქვაძე, დავით აბესაძე, გოგი დოლიძე, - სიკვდილის შემდეგ) - ბოლო წლების საკონცერტო მოღვაწეობისათვის.
პუბლიცისტიკის დარგში:
7. მწერალ გურამ ოდიშარიას -პუბლიცისტური წიგნისათვის „სოხუმში დაბრუნება“ (გამომცემლობა „მერანი“, 1995).
საბავშვო ლიტერატურის და ხელოვნების დარგში:
8. ბავშვთა ფოლკლოლურ ანსამბლ „მართვეს“ და მის დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს - ნაყოფიერი საკონცერტო მოღვაწეობისათვის საქართველოსა და უცხოეთში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები