დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სიდიდეთა ერთეულების ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მასალების სახელმწიფო სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 852 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 28/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №852
1996 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
სიდიდეთა ერთეულების ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მასალების სახელმწიფო სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
სიდიდეთა ერთეულების ეტალონებით, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებით და სტანდარტული საცნობარო მასალებით უზრუნველყოფის სამუშაოთა ორგანიზაციისა და სრულყოფის მიზნით:
1. შეიქმნას სიდიდეთა ერთეულების ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მასალების სახელმწიფო სამსახური (შემდგომში – ეტალონების სამსახური) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ისარის" ბაზაზე 1996 წელს გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ო. ხოფერია) აღნიშნული სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით განახორციელოს "საქსტანდარტის" მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის ღონისძიებანი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ეტალონების სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება; 1997 წელს აღნიშნული სამსახური დააფინანსოს "საქსტანდარტისა" და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ისარისათვის" სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
4. ეტალონების სამსახურმა ორ თვეში წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ გაითვალისწინოს იგი 1998 წლის ინდიკატური გეგმის პროექტში.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ (ვ.პაპავა) ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი) განიხილონ და გაითვალისწინონ სახელმწიფო ეტალონების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების შესაძლებლობის საკითხი, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო - ეკონომიკური ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან მოზიდული სახსრების გამოყენებით.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები