საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 847
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.05.002.000.
  • Word
847
28/12/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996
130.070.000.05.002.000.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ ,,წყალტუბოს" ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №847

1996 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ „წყალტუბოს“ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის შესახებ

საქართველოში ჩამოსული სამთავრობო დელეგაციების, უმაღლესი რანგის სტუმრების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საკურორტო-სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმი „წყალტუბო“ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს.

2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (შ. კვირაია) და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ზემოაღნიშნული ობიექტის მიღება-ჩაბარება გააფორმონ დადგენილი წესით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) შეიტანოს სათანადო ცვლილებები 1997 წლის ბიუჯეტის პროექტში და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმ „წყალტუბოს“ შესანახად დაგეგმილი სახსრები გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტში.

ე. შევარდნაძე