დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 474 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/08/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 29/08/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.040.000.05.002.000. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/1997 - 31/12/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №474
1997 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის შესახებ
საქართველოზე გამავალი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ამოცანა მოითხოვს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ ყურადღებას ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში ეკონომიკური რეფორმების მეორე ეტაპის მოთხოვნების დროული განხორციელებისათვის.
ამავე დროს, დღემდე არ გატარებულა ქმედითი ღინისძიებანი ნავსადგურის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელი გახდა საერთაშორისო საფინანსო რესურსებისა და ინვესტიციების მოსაზიდად შესაბამისი იურიდიულ-სამართლებრივი ბაზის დროულად შექმნა, მიზანშეწონილად ჩაითვალოს ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ქმედუნარიანობის ამაღლების უზრუნველყოფისათვის ნავსადგურის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბებისა და განვითარების გარდამავალ ეტაპზე განსაკუთრებულ ღონისძიებათა განხორციელება. ამ მიზნით:
1. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) ერთ თვეში უზრუნველყონ ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის სააქციო საზოგადოებად რეგისტრაციის პროცესის დასრულება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. გათავისუფლდეს ვალერი გეგიძე ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის თანამდებობიდან.
3. დაინიშნოს ჯემალ ინაიშვილი ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსად.
4. შეიქმნას ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისათვის მოსამზადებელ სამუშაოთა შესასრულებლად სამუშაო ჯგუფი ჯ. ინაიშვილის, ვ. გეგიძისა და სხვა სპეციალისტთა მონაწილეობით.
5. ჯ. ინაიშვილმა და ვ. გეგიძემ ერთობლივად უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფისათვის დაკისრებული ამოცანების დროული შესრულება და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან და ქ. ფოთის მერიასთან შეთანხმებით ერთ თვეში წარმოადგინონ:
– კანდიდატურები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში დასანიშნად;
– წინადადება სააქციო საზოგადოების კაპიტალში „საქართველოს საზღვაო დარგის განვითარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 აგვისტოს №541 ბრძანებულების მე-12 პუნქტით განსაზღვრული სანავსადგურო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და სხვა ობიექტების გათვალისწინების მიზანშეწონილობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები