დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ხე-ტყის რესურსების რეალიზაციისა და მოხმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 820 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 16/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 390.050.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №820
1996 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ხე-ტყის რესურსების რეალიზაციისა და მოხმარების შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განხორციელდა ბუნების დაცვის მნიშვნელოვანი ღონისძიებანი, კვლავ მწვავედ დგას სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები იმის გამო, რომ უკიდურესად შესუსტდა ტყის დაცვის საქმე, დაგროვდა დიდი რაოდენობით უნებართვოდ მოჭრილი ხე-ტყე. თუ ბოლო არ მოეღო ასეთ ვითარებას, მომავალში მოსალოდნელია მძიმე სტიქიური უბედურებები.
შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად:
1. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა:
– შეიმუშაონ რაიონების მიხედვით მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა;
– მოახდინონ დამზადებული ხე-ტყის რეალიზაცია, აგრეთვე გამონაკლისი, №1 დანართის მიხედვით.
რეალიზებული ხე-ტყის სანიხრე ღირებულება ჩაერიცხოს შესაბამის სატყეო მეურნეობას, ხოლო დანარჩენი თანხა მოხმარდეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელებას.
2. ხე-ტყის გადაადგილებისას ზედმეტი ბარიერების მოსახსნელად შემოღებულ იქნეს კომისიის მიერ შემუშავებული ერთიანი მკაცრი აღრიცხვის ნიმუშის დოკუმენტი №2 დანართის მიხედვით.
3. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარის მოსახლეობის შეშით რეალური უზრუნველყოფის მიზნით გამოძებნოს დამატებითი რესურსები და გამოყოს შესაბამისი ტყეკაფები.
4. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურის რაიონების გამგეობებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიურმა პოლიციამ, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ განსაკუთრებული კონტროლი დაუწესონ ტყის მოვლა-დაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, მიიღონ გადამჭრელი ზომები ტყეების უნებართვო ჭრის აღსაკვეთად და მომავალში არ დაუშვან ხე-ტყის უნებართვოდ მოჭრის ფაქტები.
5. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას (თ. ისაკაძე).
ე. შევარდნაძე
დანართი 1
აღრიცხული ხე-ტყის რაოდენობა რაიონების მიხედვით
N | რაიონის დასახელება | წიწვოვანი ჯიშის მორი მ3 | წიწვოვანი ჯიშის დახ. მასალა, მ3 | წაბლი | წიფელი მ3 | შეშა მ3 | სულ | |
მორი | დახერხ. | კანონიერი უნებართვო | ||||||
მ3 | მ3 | |||||||
1 | ლენტეხი | 3174 | 926 | 46 | 7 | 22 | 100 | 4275 |
|
| - | - | - | - | - | - | 1715 |
|
|
|
|
|
|
|
| 2560
|
2 | ცაგერი | 456 | 174 | 2 | - | - | 43 | 675 |
|
| - | - | - | - | - | - | 219 |
|
| - | - | - | - | - | - | 456 |
3 | ამბროლაური | 968 | 147 | - | - | - | 259 | 1374 |
|
| - | - | - | - | - | - | 758 |
|
| - | - | - | - | - | - | 616 |
4 | ონი | 132 | 28 | - | - | - | 94 | 254 |
|
| - | - | - | - | - | - | 222 |
|
| - | - | - | - | - | - | 32 |
| სულ | 4730 | 1275 | 48 | 7 | 22 | 496 | 6578 |
|
| - | - | - | - | - | - | 2914 |
|
| - | - | - | - | - | - | 3664 |
დანართი №2
ხე-ტყის გადაადგილების ერთიანი ფორმის ნიმუში
სასაქონლო-სატრანსპორტო ფაქტურა
სერია აბ N 000001
სსფ გამცემი:
სსფ მიმღები:
ხე-ტყის ჯიში:
სასაქონლო სახე:
ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით):
რაოდენობა:
ავტომანქანის მარკა:
სახელმწიფო №
მისაბმელის №:
მძღოლის ვინაობა:
რაიონის ფარგლებს გარეთ გატანა ნებადართულია:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– რაიონის გამგეობის
გადაწყვეტილებით
№ " " 199 წელი.
გამგეობის თავმჯდომარე:
ბ.ა.
დოკუმენტის კომენტარები