დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 343 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 12/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016074 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №343
2010 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წნორის კოლეჯი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის სტუდენტების ჩარიცხვა.
6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის მიერთების გზით რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წნორის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 დეკემბრის №1176 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები