ქვეყნის საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სპორტის განვითარების საქმეში საქართველოს საავიაციო ფედერაციის როლის შემდგომი გაზრდისა და მისი საქმიანობის ხელშეწყობი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
ქვეყნის საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სპორტის განვითარების საქმეში საქართველოს საავიაციო ფედერაციის როლის შემდგომი გაზრდისა და მისი საქმიანობის ხელშეწყობი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.05.002.000.
  • Word
801
09/12/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/12/1996
310.050.000.05.002.000.
ქვეყნის საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სპორტის განვითარების საქმეში საქართველოს საავიაციო ფედერაციის როლის შემდგომი გაზრდისა და მისი საქმიანობის ხელშეწყობი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №801

1996 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქვეყნის საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სპორტის განვითარების საქმეში საქართველოს საავიაციო ფედერაციის როლის შემდგომი გაზრდისა და მისი საქმიანობის ხელშემწყობი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს გააჩნდა სპორტული დანიშნულების ავიაცია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ფართო ინფრასტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფდა მაღალი კვალიფიკაციის სპორტულ ავიასპეცალისტთა მომზადებას და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის დასაქმებას საავიაციო სპორტში. ქვეყანაში მომხდარმა ბოლო დროის ცნობილმა მოვლენებმა განაპირობა ქვეყნისათვის ამ უაღრესად საჭირო სფეროს სრული უმოქმედობა.

ქვეყანაში 1992 წელს დაფუძნდა საავიაციო ეროვნული სპორტული ფედერაცია – საქართველოს საავიაციო ფედერაცია, რომელიც არის საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის აქტიური წევრი. ამ ფედერაციას არსებული ბევრი სირთულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სპორტული ავიაციის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში.

ქვეყნის საერთო დანიშნულების ავიაციისა და საავიაციო სპორტის განვითარებაში საქართველოს საავიაციო ფედერაციის როლის გაზრდის, საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს საავიაციო ფედერაციამ (გ. გეგენავა):

– საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ნორმების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშაოს სპორტული ავიაციის საქმიანობის ხელმძღვანელობისა და საერთო დანიშნულების ავიაციის სპორტული საავიაციო საქმიანობის წარმმართველი ნორმატიული აქტების პროექტები;

– ხელი შეუწყოს ქვეყანაში სპორტული და საერთო დანიშნულების ავიაციის, თვითნაკეთი საჰაერო ხომალდების კონსტრუირების და მშენებლობის, საავიაციო-ტექნიკური შემოქმედების განვითარებას, ახალგაზრდების, ვეტერან მფრინავთა, მოყვარულ მფრინავთა და კონსტრუქტორთა, საავიაციო სპორტის სპორტსმენეთა, ქვეყნის მოსახლეობის სხვა დაინტერესებული ნაწილის სპორტულ ავიაციაში დასაქმებას;

– ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონალური საავიაციო სპორტული-სასწავლო ორგანიზაციების, აეროკლუბების შესაქმნელად;

– ქვეყნის შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით უზრუნველყოს საავიაციო სპორტის სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდების წვრთნა და შეჯიბრებების ჩატარება, საავიაციო სფეროში სარეკორდო მიღწევების ფიქსირება და რეგისტრაცია;

– ქვეყანაში შექმნილი საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების დროს შესაბამის სამსახურებს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება სამძებრო-სამაშველო, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში;

– საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების მოთხოვნის მიხედვით, მის განკარგულებაში არსებული საავიაციო ტექნიკის გამოყენებით ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულოს სპეციალური დანიშნულების სამუშაოები (აეროფოტოგადაღება, ტყის მასივების, ელექტოგადამცემი ხაზების, სატრანსპორტო გზების, გაზსადენების, ნავთობსადენების პატრულირება, საჰაერო დაზვერვა, ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების მოფრქვევა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები).

2. საქართველოს საავიაციო ფედერაციამ (გ.გეგენავა) სპორტის დეპრარტამენტთან (კ.ასათიანი), საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტთან (ზ.ჭანკოტაძე) და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად ერთ თვეში შეიმუშაოს საავიაციო სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.

3. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (ზ. ჭანკოტაძე):

– გადაწყვიტოს თბილისის აეროპორტში საქართველოს საავიაციო ფედერაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოსაწყობად ტერიტორიის გამოყოფისა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სპორტულ-სასწავლო საწვრთნელი ფრენების ორგანიზების საკითხები;

– აღმოუჩინოს საქართველოს საავიაციო ფედერაციას შესაძლო მატერიალურ-ტექნიკური დახმარება;

– საქართველოს საავიაციო ფედერაციის საჭიროებისათვის უზრუნველყოს საჰაერო ხომალდების, საავიაციო ტექნიკური საშუალებების, სასწავლო და საწვრთნელი ბაზების (აეროდრომების), ავიასპეციალისტების სერტიფიცირება, ავიაციის საქმიანობის წარმმართველი ნორმატიული აქტების პროეტების შემუშავება და ფრენების უსაფრთხოების ზედამხედველობა;

– განიხილოს და სამომავლოდ გადაწყვიტოს სპორტული და საერთო დანიშნულების ავიაციის, სპორტული საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფუნქციების საქართველოს საავიაციო ფედერაციისათვის გადაცემის საკითხი.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე):

– ხელი შეუწყოს საქართველოს საავიაციო ფედერაციის საქმიანობასა და აღმოუჩინოს მას სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და მატერიალური დახმარება;

– მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაუბრუნოს საქართველოს საავიაციო ფედერაციის საავტომობილო ტექნიკურ სპორტულ კლუბს ამ ფედერაციაზე ადრე რიცხული საავიაციო ტექნიკა №1 დანართი მიხედვით;

– საქართველოს სპორტის დეპარტამენტთან შეთანხმებით საქართველოს საავიაციო ფედერაციასთან ერთად შეიმუშაოს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი ახალგაზრდების, სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ სხვა პირთაგან მაღალი კვალიფიკაციის ავიასპორტსმენთა მომზადების, მათი სხვადასხვა დონის შეჯიბრებაში მონაწილეობის სპეციალური პროგრამა;

– დაინიშნოს პასუხისმგებელი პირი, ვის კომპეტენციაშიც იქნება საქართველოს საავიაციო ფედერაციასთან თანამშრომლობის საკითხები.

5. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებამ (ა. ხოფერია):

– აღმოუჩინოს საქართველოს საავიაციო ფედერაციას დახმარება თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე საავიაციო ტექნიკური სპორტული კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობაში; ხელშეკრულების საფუძველზე გაუწიოს მას სათანადო ტექნიკური მომსახურება და უზრუნველყოს აღნიშნული კლუბი საწყისი ფინანსირებით;

– გადასცეს საქართველოს საავიაციო ფედერაციას მისი საჭიროებისათვის საავიაციო ტექნიკური, სატანსპორტო საშუალებები და სამეურნეო ინვენტარი, №2 დანართის მიხედვით;

6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) აღმოუჩინოს ქმედითი დახმარება საქართველოს საავიაციო ფედერაციას მისთვის ქვეყნის ორგანიზაციების მიერ ქონების გადაცემაში.

7. საქართველოს მრეწველობის დეპარტამენტმა (ვ.კერესელიძე) საქართველოს საავიაციო ფედერაციასთან (გ. გეგენავა) და სხვა დაინტერესებულ რგანიზაციებთან ერთად ერთ თვეში შეიმუშაოს სპორტული და საერთო დანიშნულების საავიაციო ტექნიკის წარმოებისა და მისი ექსპლატაციის პერსპექტიული პროგრამა.

8. საქართველოს სპორტის დეპარტამენტმა (კ. ასათიანი) განიხილოს:

– საქართველოს საავიაციო ფედერაციის მიერ შემუშავებული საავიაციო სპორტული ღონისძიებების გეგმა;

– საქართველოს საავიაციო ფედერაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სამსახურებრივი ფართის გამოყოფის საკითხი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

ე. შევარდნაძე.

დანართი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს საავიაციო ფედერაციის საავიაციო ტექნიკური სპორტული კლუბისათვის დასაბრუნებელი საავიაციო ტექნიკის სია

დასახელება

რაოდენობა

1. თვითმფრინავი იაკ-52

2 კომპლექტი

2. თვითმფრინავი იაკ-55

1 კომპლექტი

3. თვითმფრინავი იაკ 18

1 კომპლექტი

4. თვითმფრინავი იაკ-50

1 კომპლექტი

 

 

 

 

დანართი 2

თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების მიერ, საქართველოს საავიაციო ფედერაციისათვის გადასაცემი საავიაციო-ტექნიკური, სატრანსპორტო საშუალებებისა და სამეურნეო ინვენტარის სია

დასახელება

რაოდენობა

1. თვითმფრინავი იაკ-55

1 კომპლექტი

2. ავტომანქანა გაზ-66

1 ცალი

3. რადიოსადგური რ-862

3 კომპლექტი

4. ბლოკი 28 მ.

1 ცალი

5. რადიოსადგური "ბრიზი"

2 კომპლექტი

6. რეზერვუარი

1 ცალი

7. ჰიდრავლიკური ამწე

3 ცალი

8. საავიაციო ტექნიკური სპორტული კლუბის სამეურნეო ინვენტარი