ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 16/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
52
11/11/2010
სსმ, 150, 16/11/2010
360160000.22.023.016014
ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/11/2010 - 07/07/2011)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №52

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებსაქართველოს კანონის 26- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლი საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს 744 ბრძანება სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბერის 516 ბრძანებაგარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ხაჩიძე

ინსტრუქცია

ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო და მიზანი

1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდეგშისამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომშიინსპექცია) მიერ გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.

2. ინსტრუქციის მიზანია უზრუნველყოს ინსპექციის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური საქმიანობა.

    მუხლი 2. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა

1. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის მიზანია:

) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;

) გარემოს დაცვის სფეროში სოციალური პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები ქცევის დამკვიდრება;

) რეგულირების ობიექტების კანონმორჩილების დონის ამაღლება და კანონდარღვევათა შემაკავებელი ატმოსფეროს შექმნა;

) კანონებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობის განმტკიცება.

2. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებას, მათ შორის:

) გარემოსდაცვით მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით რეგულირების ობიექტების ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულების სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით;

) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებით;

) ინსპექტირების განხორციელებით;

) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით;

) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას დადგენილი წესით უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემით.

    მუხლი 3. ინსპექტირების, როგორც გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის, განხორციელების პრინციპები

ინსპექტირება ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

) გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯების გაწევით;

) რეგულირების ობიექტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფით;

) დარღვევათა გამოვლენასა და მისი შედეგების აღმოფხვრასთან შედარებით პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენებით;

) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენებით;

) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობითა და ანგარიშგებით;

) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფით;

) მოხელეთა პროფესიონალიზმის ამაღლების, კომპეტენტურობისა და მათი ეთიკური ქცევის უზრუნველყოფით.

    მუხლი 4. ინსპექტირების მოქმედების სფერო

1. ინსპექცია დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ნებართვების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების, ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და აღწარმოების, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე.

2. გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

3. ტრანსსასაზღვრო დაბინძურების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით ინსპექცია თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

    მუხლი 5. ინსპექტირების განხორციელების მექანიზმები

ინსპექტირება გარემოს დაცვის სფეროში გულისხმობს რეგულირების ობიექტების საქმიანობის დათვალიერება/შესწავლას, გარემოსდაცვით შემოწმებასა და შესაბამის რეაგირებას.

    მუხლი 6. დათვალიერება/შესწავლის ზოგადი ასპექტები

1. დათვალიერება/შესწავლა შესაძლოა მოიცავდეს:

) რეგულირების ობიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე, რეგულირების ობიექტისგან განვლილ და მიმდინარე საქმიანობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას;

) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილის, ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სივრცის, გარემოსდაცვითი საქმიანობისთვის განკუთვნილ ნებისმიერი ობიექტის, ასევე მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას;

) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის,ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი“) გაცნობას, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების დათვალიერებას, მათი ოდენობის დადგენასა და შედარებას შესაბამის დოკუმენტებთან, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გადამუშავებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების ვიზუალურ დათვალიერებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო (მათ შორის, მცურავი) საშუალების შესაბამისი დოკუმენტების, სხვა ნივთებისა და საგნების დათვალიერებას და გაცნობას;

) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ასევე საქართველოს ტერიტორიაზე წყლის სხვა ობიექტებში მცურავი (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, მათ მიერ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტების (მათ შორის, სარეწაო ჟურნალის) დათვალიერებას. საჭიროების შემთხვევაში სინჯების აღებასა ან/და გაზომვების ჩატარებას, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერებას;

) საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტ(ებ)ის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებასა და გაზომვების ჩატარებას;

) დათვალიერება/შესწავლისას გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ზომების გატარებას;

) თუ დათვალიერება/შესწავლისას გამოვლინდა, რომ შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას ჩადენილი დარღვევების შესახებ შესაბამის მტკიცებულებებს, ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარებას (მათ შორის, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, მტკიცებულებების დალუქვა, სინჯების აღება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა);

) რეგულირების ობიექტზე განხორციელებული გარემოსდაცვითი სამუშაოების (ღონისძიებების) შეფასებასა და მონიტორინგს (მათ შორის, მაღალ ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე);

) რეგულირების ობიექტზე წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობის დათვალიერებას და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას.

2. დათვალიერება/შესწავლისას რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რეგულირების ობიექტის გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

3. ინსპექციის სწრაფი რეაგირების დანაყოფები დათვალიერება/შესწავლის დროს რეგულირების ობიექტის (საწარმოს) საქმიანობის შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას, ობიექტის საქმინობის შეჩერების პროცედურების განსახორციელებლად უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი შემოწმების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობას (ჩართულობას), ხოლო მათი ჩართულობის განხორციელებამდე მტკიცებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. დათვალიერება/შესწავლის ღონისძიებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე დადგენილი წესით, ინსპექციის უფროსის ბრძანებით განხორციელებული რეიდების, ასევე სხვა დამატებითი ღონისძიებებისა და პატრულირების დროს.

    მუხლი 7. გარემოსდაცვითი შემოწმების ზოგადი ასპექტები

1. გარემოსდაცვითი შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს:

) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე მიმდინარე ან განხორციელებული სამუშაოების, საწარმოო პროცესების და მოწყობილობა-დანადგარების შემოწმებას;

) გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას;

) სავალდებულო გარემოსდაცვითი ანგარიშების შემოწმებას;

) რეგულირების ობიექტის მიერ ან მისი სახელით განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების შემოწმებას;

) გარემოსდაცვითი ნაგებობებისა და შესაბამისი მოწყობილობების შემოწმებას;

) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას;

) რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შემოწმებას;

) რეგულირების ობიექტებისგან დადგენილი წესით საჭირო დოკუმენტაციისა და მასალების, ასევე არსებობის შემთხვევაში ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებას, მათ შორის, ადგილზე გაცნობას;

) რეგულირების ობიექტების ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების დაუბრკოლებლად ჩატარებას;

) გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებასა და საჭიროების შეთხვევაში ჩამორთმევას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების მიღებას.

2. გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დათვალიერება/შესწავლის ღონისძიებები.

3. რეგულირების ობიექტის გარემოსდაცვითი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად.

4. გარემოსდაცვითი შემოწმება ძირითადად არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან აუცილებელი ობიექტური და ტექნიკური გარემოებებისა.

5. ინსპექცია რეგულირების ობიექტების გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით შესაბამისი რეგულირების ობიექტების საქმიანობა, რაც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის.

6. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, გეგმური გარემოსდაცვითი შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკიდან და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, გარემოსდაცვითი შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს მიზნობრივად, გარემოს ცალკეულ კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით.

7. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, რომლის დროსაც შემოწმების ადგილზე შემოწმებაში მონაწილე პირთა შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება ის კრიტერიუმები, რომლებიც საფუძვლად დაედება შერჩეული უბნების (ტერიტორიის) შემოწმებას.

    მუხლი 8. გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმება

1. გეგმური გარემოსდაცვითი შემოწმება ხორციელდება ინსპექციის გარემოსდაცვითი შემოწმების გეგმის შესაბამისად.

2. ინსპექციის გარემოსდაცვითი შემოწმების გეგმას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3. რეგულირების ობიექტის გარემოსდაცვითი შემოწმების სიხშირე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გარემოსდაცვითი შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდიკის შესაბამისად.

4. გარემოსდაცვითი შემოწმებათა განხორციელება შესაძლებელია დაიგეგმოს რეგულირების ობიექტების წინასწარი გაფრთხილებით მოსალოდნელი შემოწმების თაობაზე, ან გაუფრთხილებლად (გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში).

5. არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმება ხორციელდება:

) სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), მათ შორის,ცხელ ხაზზეშემოსული შეტყობინებების საფუძველზე;

) რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაციების, მათ შორის, ემისიების გარემოში ავარიული გაშვების, ასევე დათვალიერება/შესწავლის შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;

) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ წყლის სხვა ობიექტებზე მცურავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით;

) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულირების ობიექტების ანგარიშგების შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;

) სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისას სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის ლიცენზიის/ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული, კონკრეტული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობებისა და მათი გონივრულ ვადაში განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით.

6. გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ინსპექციის უფროსი ან დადგენილი წესის შესაბამისად, ინსპექციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.

თავი II

ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება

    მუხლი 9. ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა

1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ:

) დათვალიერება/შესწავლისასინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა;

) გარემოსდაცვითი შემოწმებისასინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ;

) არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში ინსპექციის უფლებამოსილი პირი რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ ინსპექციის თანამშრომლის სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.

2. გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა აისახება შესაბამის თათბირის სხდომის ოქმში გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ გაცემული დავალების სახით.

4. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

5. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარემოსდაცვითი შემოწმების დაწყებისას ინსპექციის უფლებამოსილი პირი რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ ინსპექციის თანამშრომლის სამსახურებრივ პირადობის მოწმობას, თუმცა შემდგომ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენას შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, ხოლო თუ ამ პერიოდისთვის შემოწმება დასრულებულია იგი გაეგზავნება ფოსტის მეშვეობით ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში.

6. არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს მიეკუთვნება რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაცია, დათვალიერება/შესწავლის შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება, ასევეგარემოს დაცვის ინსპექციის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, რომელიც ცნობილი გახდება ინსპექციის შესაბამისი თანამშრომლისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით, გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს გარემოსდაცვითი შემოწმების შეჩერებას.

9. ინსპექციის მიერ რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერება-შესწავლის განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.

    მუხლი 10. გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

1. გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (შემდგომშიგარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანება) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

) გარემოსდაცვითი შემოწმების ხასიათი და ფარგლები;

) გარემოსდაცვითი შემოწმების განმახორციელებელი და მასში მონაწილე უფლებამოსილი პირები (თანამდებობა, სახელი და გვარი, შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელის ვინაობა);

) რეგულირების ობიექტ(ებ)ის რეკვიზიტები (სახელწოდება/სახელი, გვარი, ლიცენზიის ან ნებართვის ნომერი და სხვ.);

) გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების ადგილი (ობიექტის (ობიექტების) დასახელება, ადგილმდებარეობა/მისამართი);

) გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების პერიოდი (მისი დაწყებისა და დასრულების ვადები);

) სხვა მნიშვნელოვანი რეკვიზიტები.

2. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანება შესაძლებელია გამოცემულ იქნეს წინასწარ, კონკრეტული მცურავი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტებისა და გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების პერიოდი (მისი დაწყებისა და დასრულების ვადები) მითითების გარეშეც. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების გარემოსდაცვითი შემოწმებ ხორციელდება „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოწმებების განხორციელების დავალებას დროის განსაზღვრულ ვადაში (დღე, კვირა, თვე, წელიწადი).

3. გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანების გამოცემა დასაშვებია რეგულირების ობიექტის მფლობელობაში არსებულ ერთი ან რამდენიმე ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე.

4. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში რამდენიმე რეგულირების ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მათ შესამოწმებლად შესაძლებელია ერთიანი გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანების გამოცემა.

    მუხლი 11. გარემოსდაცვითი შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი (მოხსენებითი ბარათი)

1. გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანებ, გარდა ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებითა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამოიცემა მის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ, თუ წარმოდგენილია მოხსენებითი ბარათი გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების თაობაზე.

2. მოხსენებითი ბარათი მუშავდება ინსპექციის ან მისი ტერიტორიული ორგანოების აღნიშნული უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების (ხოლო მათი არყოფნისასმათი მოვალეობის შემსრულებლების) მიერ.

3. მოხსენებითი ბარათი შესაძლებელია ერთობლივად იქნეს შემუშავებული ორი ან მეტი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ.

4. მოხსენებითი ბარათი, გარდა მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, შესაძლოა შეიცავდეს:

) ინფორმაცია შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის ძირითადი საქმიანობის შესახებ;

) იმ ფაქტებისა ან/და საფუძვლის აღწერას, რომლებმაც შემოწმების ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია, ასევე იმ ნორმატიულ აქტზე (სახელწოდება, მუხლი, პუნქტი) მითითებას, რომელიც ინსპექციას მოცემული დარღვევის გამოვლენას, თავიდან აცილებას, აღკვეთას ან სხვა ზომების განხორციელებას ავალებს;

) მოთხოვნას სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობის შესახებ;

) ასევე სხვა ინფორმაციას და რეკომენდაციას, რომელსაც მოხსენებითი ბარათის შემდგენი საჭიროდ მიიჩნევს.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარებისთვის ადგილობრივი საკადრო რესურსები არასაკმარისია გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარებისთვის ან შემოწმება დაკავშირებულია სამივლინებო ხარჯებთან, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს უფროსი შუამდგომლობს ინსპექციის უფროსის წინაშე გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების ან/და სხვა თანამშრომლების, ან ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას, გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების თაობაზე იღებს ინსპექციის უფროსი.

7. ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბრძანების წერილობითი ფორმით გამოცემისთვის, შემოწმების დაწყებიდან არა უმეტეს 48 საათისა სავალდებულოა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილ პირთან.

    მუხლი 12. გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა

1. გარემოსდაცვითი შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არა უმეტეს იმავე ვადისა. კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას 30-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს 40 დღით.

2. შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერებულ იქნ იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა ინსპექციის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, რეგულირების ობიექტის (საწარმოს) მიერ იმ ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია საწარმოს მიერ გარემოზე ზემოქმედების სრული სურათის მისაღებად, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება.

3. შემოწმების შეჩერების მიზნით შესაბამისი დასაბუთებული შუამდგომლობა წარედგინება შემოწმების გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

4. ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს გარემოსდაცვითი შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსპექციის უფროსი ან ინსპექციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი დადგენილი წესით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ ინსპექციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი შემოწმების გაგრძელების თაობაზე.

თავი III

ინსპექტირების მომზადება

    მუხლი 13. დათვალიერება/შესწავლის მომზადება

1. რეგულირების ობიექტისსაწარმოს (მათ შორის ინდივიდუალური საწარმოს) დათვალიერება/შესწავლა შესაძლოა განხორციელდეს ინსპექციის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული დანაყოფების მიერ შემუშავებული დათვალიერება/შესწავლის გეგმა-გრაფიკის შესრულების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების ან გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მათი უშუალო უფროსის, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან ინსპექციის უფროსის ან მათი კურატორი მოადგილეების დავალების საფუძველზე.

2. სხვა რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის, ასევე ამ დებულების VI თავისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 14. გარემოსდაცვითი შემოწმების მომზადება

1. გარემოსდაცვითი შემოწმების დაწყებამდე დგინდება:

) ზოგადი ინფორმაცია რეგულირების ობიექტის შესახებ (მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნები, ნებართვის/ლიცენზიის პირობები, ანგარიშები, ტექნოლოგიური პროცესების აღწერილობა, რეგულირების ობიექტის მიერ მოწოდებული სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები, და ახალი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ნებართვის/ლიცენზიის პირობებზე და ..);

) ადრე განხორციელებული გარემოსდაცვითი შემოწმებისას გატარებული ღონისძიებები, შედეგები, დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა; ასევე მოქალაქეთა საჩივრები ან სხვა ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციები;

) რეგულირებადი ტექნოლოგიური პროცესის გარკვეული ასპექტების შესწავლისა და/ან ლაბორატორიული გაზომვებისა და სინჯების აღების მიზნით ექსპერტების შემოწმების პროცესში მონაწილეობის საჭიროება;

) გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების ხანგრძლივობა, შემოწმებისათვის საჭირო მატერიალური და საკადრო რესურსები;

) ობიექტზე დაწესებული უსაფრთხოების მოთხოვნები.

2. გარემოსდაცვითი შემოწმების მომზადებისას სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით შესაძლოა განხორციელდეს დათვალიერება/შესწავლის ღონისძიებები.

3. გარემოსდაცვითი შემოწმების მომზადებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დათვალიერება/შესწავლისას მიღებული შედეგები.

    მუხლი 15. ინსპექტირების განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა

1. ინსპექტირების პროცესში ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია ობიექტზე თავისი კანონიერი საქმიანობის განსახორციელებლად თან იქონიოს:

) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანება გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების შესახებ;

) სამსახურებრივი პირადობის მოწმობა.

2. ინსპექციის თანამშრომელს უფლება აქვს თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:

) კავშირგაბმულობის საშუალებები;

) პორტატიული პერსონალური კომპიუტერი;

) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვლები ან სხვა დოკუმენტები;

) რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები;

) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები;

) ფოტო და ვიდეოკამერა;

) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც ესაჭიროება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

თავი IV

ინსპექტირების განხორციელება

    მუხლი 16. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

1. ინსპექტირების დაწყებამდე შეიძლება გაიმართოს შეხვედრა ინსპექტირების მიზნებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების განსახილველად (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტის მხრიდან წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად).

2. ინსპექტირების დაწყებამდე შესაძლოა რეგულირების ობიექტი წინასწარ იქნეს ინფორმირებული ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების ხელშეწყობისთვის აუცილებელი მოთხოვნების თაობაზე.

    მუხლი 17. რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში

1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ ინსპექციის შესაბამისი თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში სხვა პირები, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ინსპექტირებაში (მათ შორის, გარემოსდაცვითი შემოწმებისასინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე), ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.

2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია ინსპექციის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს თავისი ან ოფიციალური წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში. მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნისთანავე, მაქსიმალურად გონივრულ დროში.

3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის შესახებ ან მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.

4. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღების, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამინისტროს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიგარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები.

5. ინსპექტირების პროცესს შესაძლებელია ესწრებოდნენ ექსპერტები ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ინსპექციისათვის.

6. გარემოსდაცვით შემოწმებაში სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების, ექსპერტების და სპეციალისტების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა) მონაწილეობა ფიქსირდება ინსპექტირების შესაბამის აქტში.

    მუხლი 18. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის

1. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს შემმოწმებელს ინსპექტირების პროცესში მისი კანონიერი ქმედებების განხორციელებისას.

2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვოს ინსპექციის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი ორგანიზაციულ ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვა) ხელმისაწვდომობა.

3. ინსპექტირებისას რეგულირების ობიექტმა არ უნდა დაუშვას:

) კონკრეტული ობიექტის დაკეტვა იმ ტერიტორიაზე არდაშვება, სადაც უნდა განხორციელდეს საკონტროლო ღონისძიებები;

) ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილებების გამორთვა ან მათთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა;

) მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობა;

) ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომელიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად;

) შემოწმებაში რეგულირების ობიექტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნების უგულებელყოფა;

) ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა.

4. ინსპექტირების განხორციელებისას ინსპექციის შესაბამისი თანამშრომელი აფრთხილებს რეგულირების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის წარმომადგენელს, რომელიც შეფერხებას უქმნის ინსპექციის კანონიერი მოქმედებების განხორციელებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ამგვარი ქმედებებისათვის შესაძლო სანქციების შესახებ.

    მუხლი 19. დათვალიერება/შესწავლისას ობიექტზე განხორციელებული ქმედებები

1. დათვალიერება/შესწავლის პროცესში ობიექტზე განსახორციელებელი ქმედებები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. დათვალიერება/შესწავლა შესაძლოა ჩატარდეს რეგულირების ობიექტის წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.

    მუხლი 20. გარემოსდაცვითი შემოწმებისას ობიექტზე განხორციელებული ქმედებები

1. გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში ობიექტზე განხორციელებულ ქმედებებს გარემოსდაცვითი შემოწმების ბრძანებით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად განეკუთვნება:

) ობიექტის დათვალიერება და ობიექტზე არსებული შესაბამისი დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;

) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის შემოწმება, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის;

) ლაბორატორიული გამოკვლევისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის სინჯების აღება და შესაბამისი გაზომვების ჩატარება;

) სხვა ქმედებების განხორციელება, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვითი შემოწმების მიზნების შესრულებას;

) ასევე ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.

2. შემმოწმებელი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის:

) დაბინძურების თავიდან აცილების სისტემები და მასთან დაკავშირებული კონტროლისა და (ავარიული) შეტყობინების სისტემები;

) სინჯების ასაღები მოწყობილობები.

3. მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი შემოწმების შესახებ ბრძანების ფარგლებში შემმოწმებელს შეუძლია კონკრეტული ან ზოგადი კითხვების დასმა, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნა. შემმოწმებელი უფლებამოსილია მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომლებიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება, მათ შორის, შემმოწმებელი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს:

) ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ;

) რეგულირების ობიექტის მიერ მიღებული ნედლეულისა და მასალების შესყიდვის და რეალიზაციის დოკუმენტები, ბუნებრივი რესურსების წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე წარმოებული პროდუქციის შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტები;

) დოკუმენტაცია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შესახებ;

) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მონიტორინგის სხვა მონაცემები, რომელთა აღრიცხვის ვალდებულებაც განსაზღვრულია გაცემული ნებართვით ან გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით;

) წლიური ან სხვა ანგარიშები;

) საოპერაციო ჩანაწერები;

) ინფორმაცია ნარჩენების გადამუშავების და განთავსების შესახებ;

) გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების გეგმები;

) საინჟინრო შეფასებები (მაგ. საწარმოს ტექნიკური სქემები);

) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

4. გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების დროს შემმოწმებელი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს საწარმოს მუშა მდგომარეობაში მოყვანა.

5. ინსპექტირების განხორციელების პროცესში ინსპექციის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით ინსპექტირების ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.

6. საჭიროების შემთხვევაში, შემოწმებისას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ინსპექციის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტს მოსთხოვოს ან მისცეს შესაბამისი მითითებები სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებისთვის.

    მუხლი 21. ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება

ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება უნდა განხორციელდეს მოქმედი წესების შესაბამისად.

    მუხლი 22. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი

1. ინსპექტირების პროცესში ინსპექციის თანამშრომელს უფლება აქვს აწარმოოს რეგულირების ობიექტის საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების, მისი გარემოსდაცვითი საქმიანობის (მაგ.: ნარჩენების გადამუშავების, განთავსების ან შენახვის ადგილები, ჰაერის დაბინძურების მაკონტროლებელი მოწყობილობები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები/დანადგარები და ..), ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღება.

2. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულება, ობიექტზე გამოვლენილი პირობების ობიექტურად აღწერისათვის, სევე როგორც მტკიცებულებები რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.

3. ფოტო/ვიდეომასალა წარმოადგენს იმ ქმედებათა ამსახველ დოკუმენტს, რომელსაც შეისწავლიან ინსპექტორები ინსპექტირების პროცესში და წარმოადგენს მტკიცებულებას რეგულირები ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად.

4. ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი უნდა იყოს მკაფიო, გადაღებული სათანადო განათების პირობებში და ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს უნდა გამოყენებულ იქნ ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან შემმოწმებელი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.

5. რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ფოტო/ვიდეოგადაღების შეზღუდვა და კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით უნდა ეცნობოს შემოწმებელს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას, ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. ახსნა-განმარტება

1. ინსპექტირების პროცესში ინსპექციის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ჩამოართვას ახსნა-განმარტება რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს, ასევე პირებს, რომლებიც რეგულირების ობიექტის სახელით მონაწილეობენ შემოწმებაში, ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს, რომელიც შეეხება ობიექტის განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში.

2. იმ პირისათვის, რომელსაც არ შეუძლია ახსნა-განმარტება მისცეს ქართულ ენაზე, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს თარჯიმნის მეშვეობით.

    მუხლი 24. ინსპექტირების პროცესში მტკიცებულებების (ნივთების და დოკუმენტების) ჩამორთმევა

1. ინსპექტირების პროცესში ინსპექციის შესაბამისი თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან გარემოს დაცვის სფეროში დარღვევის გამოვლენის დროს განახორციელონ ნივთების და დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევა, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს ან მტკიცებულებებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. შემმოწმებელმა დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით:

) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებულ და შესწავლილ უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს შემმოწმებლის მეთვალყურეობით;

) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები შემმოწმებლის მეთვალყურეობით.

3. შემმოწმებელს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).

4. შემმოწმებლები მოვალენი არიან დაიცვან მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V

ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას

    მუხლი 25. ინსპექტირების აქტი

1. რეგულირების ობიექტების (ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, კონტროლს დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ორგანო, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ინსპექტირების (სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალებების გარდა), ხოლო მცურავი სატრანსპორტო საშუალებების გარემოსდაცვითი შემოწმების დამთავრების შემდეგ ინსპექციის უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი, რომელშიც აისახება ინსპექტირებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები. ინსპექტირების აქტს ხელს აწერენ მასში მონაწილე პირები.

2. თუ ინსპექტირების აქტში ფიქსირდება შემოწმებაში მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, აღნიშნული დასკვნები თან ერთვის აქტს.

3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი ბარდება მისი გაცნობისთანავე. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ინსპექტირების აქტი ბარდება ხელმოწერით.

4. რეგულირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარმოადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები აქტის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.

5. ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ეგზავნება რეგულირების ობიექტს არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ან საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებაგარემოს დაცვის ინსპექციის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, რის თაობაზეც საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

6. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის მიერ ინსპექტირების შესახებ ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

7. ინსპექტირების ხასიათიდან, მოცულობიდან და ხანგძლივობიდან გამომდინარე, ინსპექტირების შემოწმების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით, შესაძლებელია შემმოწმებლის მიერ შედგენილ იქნ საველე აქტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

8. საველე აქტი შესაძლებელია შედგეს რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლისას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, როდესაც დამრღვევი უცნობია ან სხვა შემთხვევებში მოპოვებული მტკიცებულების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით.

    მუხლი 26. ინსპექტირების შედეგების შეჯამება, გარემოსდაცვითი შემოწმების ანგარიში

1.  დათვალიერება/შესწავლის შესახებ აქტი საქმის სხვა მასალებთან ერთად (მათი არსებობისას), შედგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარედგინება ინსპექციის ან დათვალიერება/შესწავლის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ პირს.

2. გარემოსდაცვითი შემოწმების დასრულებისას, ინსტრუქციის 25- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, შემმოწმებელი (ჯგუფის ხელმძღვანელი) გონივრულ ვადებში, მაგრამ არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა, ადგენს ანგარიშს ჩატარებული შემოწმების შესახებ და საქმის მასალებთან ერთად, მათ უშუალო ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, წარუდგენს შემოწმების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს. საქმის მასალებს თან დაერთვის გარემოსდაცვითი შემოწმების აქტი.

3. გარემოსდაცვითი შემოწმების შესახებ ანგარიშში სტრუქტურირებულად აისახება ფაქტები და გამოვლენილი დარღვევები, რომლებიც შეკრებილ იქნა ობიექტზე შემოწმების პროცესში და საფუძვლად უდევს ადგილზე მოპოვებული (საველე) მონაცემები. ანგარიშში ასევე ასახულ უნდა იქნეს რეგულირების ობიექტებისთვის ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავების (მათ შორის, რეგულირების ობიექტებისთვის შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ ინსპექტირების ადგილზე ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენის) აუცილებლობისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

4. სალიცენზიო და სანებართვო პირობების შემოწმებისას, როდესაც ზოგიერთი პირობის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა ხორციელდება საქმის ყველა მასალების გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ.

5. თუ რეგულირების ობიექტის მიერ ჩადენილი ქმედებით ზიანი მიადგა გარემოს, კანონმდებლობით დადგენილ წესით განისაზღვრება (გამოიანგარიშდება) გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

6. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება (გამოიანგარიშდება) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ინსპექციის ცენტრალური აპარატის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ინსპექტირების დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებისას გამოიყენება ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური ბლანკი.

7. თუ შემოწმების ან საქმის მასალების შედეგად შემმოწმებელი დაასკვნის, რომ რეგულირების ობიექტის საქმიანობა მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, შემოწმებისა და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ წარედგინება ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შემდგომი რეაგირების გატარების უზრუნველსაყოფად.

8. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მისი შედგენის დასრულებიდან არა უგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა წარედგინება ინსპექციის ან შესაბამის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ პირს.

9. ინსპექციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ რეგულირების ობიექტის მიმართ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები ინახება ინსპექციაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩატარებული ინსპექტირების შედეგების შესახებ ინფორმაცია ინსპექციის უფროსის მიერ დადგენილი წესით აისახება შესაბამის ელექტრონულ ბაზებში.

    მუხლი 27. რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე

1. ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისთვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისთვის დაკისრება, ხორციელდება შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.

3. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს.

4. შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოწმების სხვა მონაწილე პირებთან შეთანხმებით ხორციელდება ადმინისტრაციული მიწერილობის (დანართი 1) შემუშავება (შედგენა), რითაც განისაზღვრება რეგულირების ობიექტის მიმართ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ მოთხოვნა. ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს ინსპექციის ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ხოლო საჭიროების შემთხვევებში ინსპექტირების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენისას მას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციულ მიწერილობა წარედგინება (ბარდება) ან ეგზავნება რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისთვის წარდგენა, რომლის შეუსრულებლობაც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84- მუხლის თანახმად, იწვევს რეგულირების ობიექტებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას, საქმის გარემოებებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადად ხორციელდება ჩადენილი დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ინსპექტირების პროცესში წარდგენილი მიწერილობისა.

6. ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება სამინისტროს დარგობრივ უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე. ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა გაიცემა ყველა რეგულირების ობიექტის მიმართ, გარდა ლიცენზიის მფლობელების მიმართ მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას მათი დაკმაყოფილებისათვის.

7. ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისთვის წარდგენა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე რეგულირების ობიექტისთვის რეკომენდაციების მიცემის ან მათ მიერ რაიმე ქმედებების ჩადენისგან თავის შეკავების მიზნით.

    მუხლი 28. ინსპექტირების ჩატარების ზოგადი მოთხოვნები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში

1. ინსპექციის ტერიტორიული ორგანოსშავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საქართველოს საზღვაო წყლებში გემზე და სხვა მცურავ საშუალებაზე გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელებისას გამოიყენება სპეციალური ვიმპელი, რომლის ფორმაც მტკიცდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

2. ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელის მოთხოვნის საფუძველზე, რეგულირების ობიექტი ვალდებულია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი შემოწმების დაწყებამდე ვიმპელის მცურავ საშუალებაზე აღმართვა.

3. საქართველოს ტერიტორიულ და შიგა წყლებში ინსპექტირების განხორციელებისას რეგულირების ობიექტი ვალდებულია ხელი შეუწყოს ინსპექციის თანამშრომელს კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, დაჭერილი თევზის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღოს წყლის ობიექტიდან ის ბადე-იარაღები, რომლებითაც ახორციელებს თევზჭერას.

    მუხლი 29. გასაჩივრების მექანიზმი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ინსპექციის მიერ მიღებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას, ინსპექციის უფლებამოსილი პირის მიერ მიიღება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის ბლანკის ფორმაც მტკიცდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

თავი VI

პატრულირების განხორციელება

    მუხლი 30. ამ თავში გამოყენებული ტერმინები

) სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლებიგარემოს დაცვის ინსპექციის ცენტრალური აპარატის სწრაფი რეაგირების სამსახურისა და ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები;

) პატრულირებაგარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სწრაფი რეაგირების დანაყოფის ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის მიერ ინსპექციის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოძრაობა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერება/შესწავლისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

) სამოქმედო ტერიტორიაგარემოს დაცვის ინსპექციის ან ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავალებით პატრულირებისთვის განსაზღვრული ტერიტორია.

    მუხლი 31. პატრულირების ფორმები

1. პატრულირება ხორციელდება სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლ(ებ)ის მიერ, რამდენიმეს შემთხვევაში ერთი ინიშნება ჯგუფის უფროსად.

2. პატრულირება ხორციელდება ღია მეთოდითსპეციალური შეფერილობის ავტომანქანებით.

3. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პატრულირება შესაძლოა განხორციელდეს ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანებით, რომელთაც არა აქვთ განმასხვავებელი ნიშნები ან ერთდროულად ორივე ტიპის ავტომობილით, რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური შეფერილობა, ხოლო მეორე ჩვეულებრივი შეფერილობისაა.

4. პატრულირება შეიძლება განხორციელდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს:

) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სახერხი საამქროებისაკენ (სახერხებისაკენ) მისასვლელ საავტომობილო გზებზე;

წიაღის მოპოვების ადგილების მიმდებარე და მისასვლელ გზებზე;

) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბინადრობის (მათ შორის, ტბების, მდინარეების, წყალსაცავების და .) ან მათ მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე;

) სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომეტებული გარემოსდაცვითი დარღვევების ჩადენის ადგილებში;

) სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

    მუხლი 32. პატრულირების განხორციელების მატერიალური და ტექნიკური საშუალებები

1. პატრულირების განსახორციელებლად სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელთა განაწილება ხორციელდება ინსპექციის სწრაფი რეაგირების შესაბამისი დანაყოფის უფროსის ან სხვა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ.

2. ინსპექციის ან მისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობის პირ(ებ)ის მოთხოვნის საფუძველზე პატრულირების განხორციელებაში სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად შესაძლებელია მონაწილეობდნენ ინსპექციის ცენტრალური აპარატის ინსპექტირების სამსახურისა ან/და ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლები.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი უნდა იყოს გარეგნულად მოწესრიგებული, ეცვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელი და ჰქონდეს:

) სამსახურებრივი პირადობის და ავტომობილის მართვის მოწმობა;

) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (უფლებამოსილების ფარგლებში);

) ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებები და სხვა აღჭურვილობა;

) ოქმების, აქტების ბლანკები და სხვა დოკუმენტები;

) გასაზომი საშუალებები, ელექტროფანარი და სხვა საჭირო ნივთები.

    მუხლი 33. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლის უფლებები

სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელს უფლება აქვს:

) მოსთხოვოს რეგულირების ობიექტს (მათ შორის, გარემოს დაცვის სფეროში სამართალდამრღვევ პირს) დაიცვას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები ან შეწყვიტოს აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გარემოს დაცვის სფეროში დანაშაულის ან ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;

) პატრულირების განხორციელებისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, ინსპექციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართოს სპეციალური შუქურა, ხმოვანი სიგნალი ან/და გადაუხვიოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონის 25- (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27-ე–37- მუხლების მოთხოვნებს;

) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

    მუხლი 34. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლის ვალდებულებები

1. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი ვალდებულია:

) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას რეგულირების ობიექტის, მოქალაქის კანონიერი უფლებები, შეზღუდოს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, მათი უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარუდგეს მათ, დაასახელოს თავისი თანამდებობა, სახელი, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი;

) რეგულირების ობიექტებთან, მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები;

) დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად, ხოლო როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ნივთები ან სხვა დოკუმენტები, დროულად დაუბრუნოს მფლობელს;

) თავისი ამოცანების შესაბამისად იცოდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და სხვა სამართლებრივი აქტები;

) გარემოს დაცვის სფეროში მოსალოდნელი ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მოახსენოს უშუალო უფროსს და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მისი თავიდან აცილებისათვის ან შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;

) დააკავოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ან სამართალდარღვევის იარაღს და მისი მძღოლი;

) თავისი ამოცანების შესაბამისად ფლობდეს ინფორმაციას მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რეგულირების ობიექტების შესახებ;

) პატრულირების დასრულების შემდეგ მოახსენოს უშუალო უფროსს მუშაობის შედეგების შესახებ.

    მუხლი 35. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები

1. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:

) გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დარღვევის აღსაკვეთად;

) სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მონაცემების შემოწმების მიზნით;

) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების მიზნით;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი დროით. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი წარუდგება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და შესაბამის რეგულირების ობიექტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, ამოწმებს ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან მათი ტრანსპორტირებისთვის კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის დოკუმენტებს, აგრეთვე კანონმდებლებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებს.

3. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით ან ხელით გამოხატული ჟესტით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის გამოყენებით. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისთვის, ხოლო გაჩერების მოთხოვნა მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.

4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლის მოთხოვნისთანავე გააჩეროს ავტომანქანა მოძრაობისთვის უსაფრთხო ადგილას, დაუმორჩილებლობა ან უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი ვალდებულია შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან.

6. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი და გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი საქმის განხილვის მიზნით გზის სავალი ნაწილიდან უნდა გადავიდნენ გვერდულზე.

7. როცა სატრანსპორტო საშუალების გზაზე დგომა დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობას ან საშიშია მძღოლის ან სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელის უსაფრთხოებისთვის, შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ღონისძიებების გატარებისთვის გადაყვანილ იქნეს მიმდებარედ უსაფრთხო ტერიტორიაზე.

8. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შევიდეს ინსპექციის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს სისტემის ორგანოების სამსახურებრივ შენობაში.

9. აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების გარდა, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება შეზღუდული ხილვადობის მქონე საავტომობილო გზებზე, მოსახვევთან, უშუალოდ აღმართის მწვერვალის წინ ან მის შემდეგ, გზაჯვარედინების, გადასასვლელების, რკინიგზის გადასასვლელების წინ და სხვა სახიფათო ადგილებში.

    მუხლი 36. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და გამოყენების ზოგადი მოთხოვნები

1. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელს ეკრძალება:

) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალების სალონში ჩაჯდომა, გარდა ამ ინსტრუქციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;

) შესამოწმებელ სატრანსპორტო საშუალებასთან მაშუქების მხრიდან მისვლა;

2. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლებს ეკრძალებათ ინსპექციის სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება, აგრეთვე:

) ამ სატრანსპორტო საშულებით უცხო პირთა გადაყვანა და მათი ტვირთის გადაზიდვა;

) დაკავებული პირების სატრანსპორტო საშუალებაში უმეთვალყურეოდ დატოვება;

) დადგენილი სამუშაო რეჟიმის თვითნებური შეცვლა.

3. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:

) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით;

) სატრანსპორტო საშუალებასთან შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრავმა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას;

) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა;

) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება.

    მუხლი 37. რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე

1. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელმა დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა გამოარკვიოს:

) განმცხადებლის ვინაობა;

) დარღვევის ნიშნები;

) დარღვევის ჩამდენი პირის (პირების) არსებობა და მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;

) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე რა არის ცნობილი მათთვის.

2. დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად, მისი გამოდევნებისას ასევე ვალდებულია:

) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ;

) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები;

) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს საპატრულო პოლიციას.

3. გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დარღვევის ფაქტზე წასწრებისას სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:

) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დარღვევის აღსაკვეთად;

) დარღვევის ჩამდენი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;

) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შესახებ შეატყობინოს უშუალო უფროსს და აცნობოს მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ;

) დაადგინოს დარღვევის თვითმხილველები;

) ჩაატაროს მოქმედებები მტკიცებულებების დაცვისა ან/და ჩამორთმევის (ან ამოღების) მიზნით;

) საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რაც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს;

) დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. დარღვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ გადასცემს ინსპექციის სხვა შესაბამის თანამშრომლებს, ასევე დახმარების მიზნით მიმართავს საპატრულო პოლიციას.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

5. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი პატრულირების დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს უშუალო ან ზემდგომ უფროსს.

    მუხლი 38. ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები

1. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელმა:

) ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებლად უნდა გამოიყენოს სავალი ნაწილის შედარებით განათებული უბანი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, გამოიყენება ინსპექციის სატრანსპორტო საშუალების მაშუქები. სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომელი უნდა მოერიდოს სამართალდარღვევის განხილვას გზის სავალ ნაწილზე, თუ ეს აბრკოლებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საფრთხეს უქმნის მას;

) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს აუცილებლად უნდა ჩართოს სპეციალური მაშუქი მოწყობილობა. ინსპექციის სატრანსპორტო საშუალება ყველა შემთხვევაში ჩერდება შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალების უკან და მზად უნდა იყოს გაჩერებული ავტომანქანის შესაძლო მოულოდნელი მანევრის აღსაკვეთად;

) დოკუმენტების შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს უნდა შეარჩიოს მძღოლთან, აგრეთვე მძღოლთან მყოფ პირებთან დგომის უსაფრთხო მანძილი, ასევე თვალყური ადევნოს სატრანსპორტო საშუალებაში მჯდომ სხვა მგზავრებს.

2. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღმოჩენის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების დანაყოფის თანამშრომლები იკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ მისცემს ურთიერთდაზღვევის საშუალებას.

დანართი 1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

გარემოს დაცვის ინსპექცია

ადმინისტრაციული მიწერილობა

 

„–––“ ––––––––– 20 ––– წ.                                          № 000000 –––––––––––––––––––––––––

(შედგენის ადგილი)

 

გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევების აღმოსაფხვრელად ან/და სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ადმინისტრაციული მიწერილობის გამცემი ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ადმინისტრაციული მიწერილობის ობიექტი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საცხოვრებელი ადგილი, იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მისამართი, იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ნაკლოვანებები და დარღვევები, რომელზეც გაიცემა ადმინისტრაციული მიწერილობა: ––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ინსპექციის რა ქმედებების განხორციელებისას იქნა გამოვლენილი ნაკლოვანებები და დარღვევები; ნაკლოვანებებისა და

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დარღვევების ჩამონათვალი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

„გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი

პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გევალებათ: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დავალების არსი, საჭიროების შემთხვევაში, შესრულების ვადები)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

თან ერთვის დანართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(დანართის №, გვერდების რ-ბა. დანართების გამოუყენლობის შემთხვევაში დაისმევა z)

პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში: ––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(კანონის მუხლ(ებ)ი, შესაბამისი პუნქტი ან ნაწილი, ქვეპუნქტი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 მიწერილობის გამცემი თანამდებობის პირი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თანამდებობა, სახელი, გვარი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

თანამდებობის პირის ხელმოწერა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ადმინისტრაციული მიწერილობის მიმღები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი პირი, მისი ხელმოწერა და თარიღი,

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადმინისტრაციული მიწერილობის გაგზავნის ან სხვა შემთხვევაში კეთდება სათანადო ჩანაწერი)