"უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერდი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

  • Word
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერდი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 29/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016024
  • Word
35
29/10/2010
სსმ, 56, 29/11/2010
280120000.35.104.016024
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერდი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

 „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერდი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის                           №4  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფისა და გაცემის წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 თებერვლის 4 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით (გაჭირვებულ ოჯახთა მკურნალობა და ერთჯერადი დახმარებები, ვეტერანთა, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა ერთჯერადი დახმარებები, უფასო სასადილოები) განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომკომისია).

 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისიას ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურსამართლებრივი აქტით  ბრძანებით.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

 1. ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე განისაზღვროს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) და არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა, განსაკუთრებულ (ექსტრემალურ) შემთხვევაში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, რწმუნებულის ან /და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, 500 ლარს ზემოთმუნიციპალიტეტის საკრებულო.

 2. დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანთა და გარდაცვლილ ლტოლვილთა ერთჯერადი ფულადი დახმარებები გაიცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად 250 (ორას ორმოცდაათი) და 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების/ვეტერანთა და ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.

 4. ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით (განსაკუთრებულ შემთხვევაში) ან საშენი მასალით უზრუნველყოფა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლით.

5. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიის მოვლენების შედეგების შემფასებელი კომისიისა და სპეციალისტების დასკვნა კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.

6. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე.“.

3. მე-6 მუხლიშემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

 1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ, ხოლო სტიქიის შემთხვევაში  საჭიროებისამებრ.

 2. კომისია კვარტალში ერთხელ შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას და ბენეფიციათა კატეგორიის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.

 3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.“.

4. ამოღებულიქნეს მე-7 მუხლი.

    მუხლი 2.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია