დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 29/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016012 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის სათაური განისაზღვროს შემდეგნაირად:
„გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური;
დ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ე) ზედამხედველობის სამსახური;
ვ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
თ) შრომის, საზ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახური.“.
3. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური – მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.“.
4. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ზედამხედველობის სამსახური – კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; კონტროლი მშენებარე შენობა -ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.“.
5. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ პუნქტი – შემდეგი რედაქციით:
„ვ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის – მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.“.
6. დებულების VI თავს ეწოდოს „გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 21. გარდამავალი დებულებანი
2011 წლის 1 იანვრამდე გამგეობის სტრუქტურული ერთეულები ფუნქციონირებს შემდეგი სახით:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
დ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ე) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ვ) შრომის, საზ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, მობილიზაციისა და გაწვევის სამსახური.“.
მუხლი 22. გამგეობის რეორგანიზაცია
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით .
მუხლი 23. გამგეობის დებულებაში ცვლილებებისა და დამტებების შეტანა
1. გამგეობის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა 1-ლი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა , ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები