დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 753 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 19/11/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, XI, 29/11/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №753
1996 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
1996 წლის 14 მარტს რკინიგზის სადგურ „ქუთაისი-2“-ის საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული რადიაციული გამოსხივების მძლავრი კერის მინიმალურ დროში ლიკვიდაციისათვის, თავგანწირვისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რადიაციული კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილენი დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
არჩილ ნადირაშვილი - ქ.ქუთაისის მერის სამხედრო მრჩეველი
გარი სიჭინავა - ვიცე-პოლკოვნიკი, სამოქალაქო თავდაცვის ქუთაისის განყოფილების უფროსი
ბონდო ქამუშაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის განყოფილების უფროსი.
ღირსების ორდენით:
შუქრი აბრამიძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი
ნოე ქათამაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
მიხეილ ბოტმანი - მაიორი, საქართველო თავდაცვის სამინისტროს 10147-ე სამხედრო ნაწილის ქიმიური სამსახრურის უფროსი
მირზა გვენეტაძე - რიგითი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10144-ე სამხედრო ნაწილის შტაბის დაცვის ასეულის მძღოლი
ზურაბ მეფარიშვილი - გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები