„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016047
  • Word
840
11/11/2010
სსმ, 147, 11/11/2010
230150070.22.033.016047
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №840

2010 წლი11 ნოემბერი

. თბილისი

საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

 „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნ შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე გადაადგილების 45-დღიანი ვადის (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობებისასდასაწყობების ფაქტობრივი ვადის დამატებით, ხოლოსაჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისასარა უმეტეს 20 კალენდარული დღის დამატებით) კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვადის ფარგლებში არასაბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ამ ქვეპუნქტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აღრიცხვა;;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფიზიკური პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის კონტროლი და აღრიცხვა. თუ შეუძლებელია საქონლის იდენტიფიკაცია, მაშინ მასზე განხორციელდება შესაბამისი საიდენტიფიკაციო საშუალებების ნიშანდება.

 

2. მე-4 მუხლის:

) „ და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

) საქონლის გარეშე გადაადგილებულ სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;“;

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულისაქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესისშესაბამისად;.

3. მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას (გარდა ტრანზიტისა), თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავს დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე.

7. ფიზიკური პირის მიერ ავტობუსით გადაადგილებისას (გარდა ტრანზიტისა), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლისქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა დანართი №7-ის შესაბამისად..

4. მე-6 მუხლის:

) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულების საბაჟოშისასაზღვრო საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი მოწმობის კონტროლიდან მოხსნის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი პირი და მოწმობის კონტროლიდან მოხსნა არ არის დარეგისტრირებული სისტემაშისაბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების (წერილობითი დასტური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან; ან/და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია) საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირისშემოსავლების სამსახურის (შემდგომშიშემოსავლების სამსახური) რეგიონული ცენტრის წერილობითი მომართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის გადამოწმების შემდგომ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნის რეგისტრაცია სისტემაში.;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საწარმოს საწყობში (შენახვის სხვა ადგილზე) დროებითი დასაწყობებისა და საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავ მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) ან/და 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადამზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე TIR წიგნაკს კონტროლიდან ხსნის სასაზღვრო საბაჟო ორგანო, რომლის გავლითაც ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას. კონტროლიდან მოხსნის მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება სასაქონლო პარტიაში შემავალ ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციების ეგზემპლარები.“.

5. მე-11 მუხლის:

მე-2 პუნქტის“  და“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას;

) მე-4 პუნქტის“  და“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) 45-დღიანი ვადით უკვე შემოტანილი, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (როცა ამ ქვეპუნქტში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილ წინმსწრებ აღრიცხვის მოწმობის მე-4 გრაფაში მითითებული იყო „45“) არასაბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე 45-დღიანი ვადის ფარგლებში დარჩენილი ვადით გადაადგილებისას – „19’’;

) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიანი ვადით გადაადგილებისას – „45”;

) მე-8 პუნქტის“  და“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნ;

) მე-17 პუნქტის:

.) „.“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის“  ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში პირველ განყოფილებაში სიტყვასხვადასხვა”, ხოლო მეორე განყოფილებაში მიეთითება შეფუთვის – „ტომრისშესატყვისი  კოდი;“;

.) „.“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ;

.) „“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გრაფის ქვედა განყოფილებაში ეთითება საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას.“;

) 24- პუნქტის:

.) „.“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მოქცეული ან მისთვის განკუთვნილი, სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავ მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) კოდებით გათვალისწინებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის  შემთხვევაში მიეთითება „777“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვასატრ. საშუალება”;“;

.) „.“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

.) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფიზიკური პირის მიერ სატვირთო ან მსუბუქი ავტომანქანით ან ავტობუსით შემოტანილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთული საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი პირადი ნივთების გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება „40000”, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვაპირ. სარგ“.“.

6. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომშისააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა და/ან საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი და/ან დროებით დასაწყობებული, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავ მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ით.“.

7. 142 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავ მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით, სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ის გამოწერა..

8. 143 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთი მოწმობა ივსება ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში.“.

9. 145 მუხლის მე-10 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) უჯრა 12.2 – მიეთითება დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის მიტანის საბოლოო თარიღი, რომელიც აითვლება მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარული დღით;“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                           კ.  ბაინდურაშვილი