„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 11/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016045
  • Word
833
11/11/2010
სსმ, 147, 11/11/2010
230210000.22.033.016045
„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №833

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2340) დამტკიცებული „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 511 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 66-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 82.

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) მიმართ საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საბაჟო ორგანო, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი