დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 839 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 11/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200220020.22.033.016042 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №839
2010 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ.,№172, მუხ. 2325) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის:
ა.ა) „ა.ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ზ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული, ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი) საქონელი.“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტების ავტოსადგომებზე – უცხოეთში რეგისტრირებული იმ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოდან კი გადიან ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარეშე.“;
ბ) 82 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„82. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე დროებითი დასაწყობებისას საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – დამოწმებული აღრიცხვის მოწმობით.“;
გ) 181 და 182 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„181. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან.
182. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე დროებითი დასაწყობების ვადა არ უნდა აღემატებოდეს – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის” მინიჭებული „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მოწმობის გამოწერა (საქონლის გარეშე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა).“.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების (ამ მუხლის 11 – 13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასიათის და ეკოლოგიურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.“.
4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 11 – 13 პუნქტები:
„11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა გაიზრდება არა უმეტეს 20 კალენდარული დღით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა – 90 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია საზღვაო გზით და 65 კალენდარულ დღეს, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები შემოტანილია სხვა გზით.
13. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №12 – „ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.“;
ბ) მე-10 პუნქტი:
„10. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.
5. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“
6. მე-11 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარდგენით (საქონლის გარეშე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც დადასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონელი (საქონლის გარეშე გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა), რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“
7. მე-12 მუხლის 31–33 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში.
32. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ამ პირის მიერ, მასზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
33. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 ნუსხით გათვალისწინებულ საქონელზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.“.
8. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 და 35 პუნქტები:
„34. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 20 კალენდარული დღით.
35. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.
9. მე-12 მუხლის 71 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა” (საქონლის გარეშე თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის გარდა);“.
10. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.“
11. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201.
საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი სატვირთო საბაჟო დეკლარაცის ფორმა №3-ის, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები