დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 დეკემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 05/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №104
2000 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 დეკემბრის №697 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ნასყიდობისა და სს „ხრამი 1“-ის და სს „ხრამი 2“-ის აქციათა 100 პროცენტის 25 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 28 დეკემბრის №697 ბრძანებულებაში და მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„ამასთან, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩასარიცხი თანხების დადგენამდე, სს „თბილსრესის“ მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების ფუნქციონირებისათვის საჭირო მიწის ნორმატიული ფასის 7 პროცენტი - 138600 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, მიწის რეფორმების ღონისძიებათა დასაფინანსებლად“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები