დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 371/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 11/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016013 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №371/ნ
2010 წლის 11 ნოემბერ ი
ქ. თბილისი
„ 2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის № 288 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ 2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხლი 1876) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №9-ში – „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“ – შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და მე- 4 და მე- 5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პროგრამის კომპონენტები, მომსახურების მოცულობა და ბიუჯეტი
„ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 15 831,9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
| კომპონენტი | მომსახურების მოცულობა | ბიუჯეტი (ათას ლარებში) |
| დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ინსულინისა და მისი ანალოგების შესყიდვა
| 6 514,84 |
| დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ინსულინის, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრებისა და შესაბამისი ნემსების შესყიდვა ბავშვთა(18 წლამდე), ასევე 18 წელს გადაცილებული დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა, უშაქრო დიაბეტი და ჩართული არიან ინტეგრაციის პროგრამაში | 626.00 |
| ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებისა და ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის შესყიდვა | 2 765,20 |
| ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და საშუალებების შესყიდვა; ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი ცნობისა და რეცეპტის ფორმა №1-ის შესყიდვა. | 833.70 |
| ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | იმუნოსუპრესული მედიკამენტების შესყიდვა | 1 063,16 |
| აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა მონიტორინგი. | 20.00 | |
| უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა | 270.00 |
| ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შესყიდვა | 1 404.75 |
| ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი | სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა | 589,33 |
| მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | პანკრეასის ფერმენტების შესყიდვა | 165.00 |
| სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები | · სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) განბაჟება, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა სამკურნალო -პროფილაქ -ტიკურ დაწესებულებებზე (მათ შორის, აფთიაქები); · სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატები) ავადმყოფებზე გაცემა სამკურნალო -პროფილაქტიკური დაწესებულებების მეშვეობით (მათ შორის, აფთიაქების); · ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირება ბადრაგირების მეშვეობით. | 780,00 |
| ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტი | ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის შესყიდვა | 800.00 |
| სულ |
| 15 831,98 |
მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები
1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო”, გარდა „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1352 განკარგულებით გათვალისწინებული შესყიდვებისა.
3. პროგრამის ფარგლებში „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №1352 განკარგულებით გათვალისწინებულ შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’.
4. მოსარგებლეებისათვის მედიკამენტების და საკვები დანამატის მიწოდება ხორციელდება პოლისების საშუალებით
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ადმინისტრაციულ ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოფს აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისათვის ინდივიდუალური პოლისების ბეჭდვასა და დარიგებას;
ბ) პოლისის ფორმას, ხელშეკრულებებისა და სატენდერო პირობებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო” და ინფორმაციის სახით წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
გ) ხელშეკრულებების და სატენდერო პირობებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’ და ინფორმაციის სახით წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
დ) მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანა და პოლისების დარიგება ხორციელდება თანდართული წესის შესაბამისად (დანართი №9-1)’’.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 12 ნოემბრიდან.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები