დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 728 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/11/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/11/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.220.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №728
1996 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
1. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 22 მაისის ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №5, მუხ. 354).
2. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №10, მუხ. 708).
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები