დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №660 და 1999 წლის 26 დეკემბრის №689 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 58, 28/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №269
2000 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №660 და 1999 წლის 26 დეკემბრის №689 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საწარმოთა ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რესტრუქტურიზებულ იქნეს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის „დამხმარე სამხატვრო-საწარმო სახელოსნოზე“, სააქციო საზოგადოებებზე – „მარსი“, „მეგაჩაი“, ოზურგეთის პურპროდუქტების კომბინატი“, სანატორიუმი ლიკანი“, „თბილელექტროაპარატი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე – „ბაჩა“, „იმერეთი“. „ხაშმი“ და ”ქართული ფილმი – უძრავი ქონება“ – რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები დანართის მხედვით.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება ”მთელ რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №660 ბრძანებულებაში და სააქციო საზოგადოება ”აზოტის“ მიმართ 1999 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზებული თანხა ნაცვლად 15.949.963 ლარისა განისაზღვროს 16.489.941 ლარის ოდენობით.
3. შეტანილ იქნეს ცვლილება ”რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №689 ბრძანებულებაში და:
სააქციო საზოგადოებების „ბორჯომი – 1“ –ისა და „ბორჯომი – 2“-ის მიმართ 1999 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანება რესტრუქტურიზებული თანხა ნაცვლად 712.883 ლარის და 868.963 ლარისა განისაზღვროს შესაბამისად 916.575 ლარის და 975.703 ლარის ოდენობით.
სააქციო საზოგადოება ”ბჟუჟჰესის“ მიმართ 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზებული თანხა ნაცვლად 112.829 ლარისა განისაზღვროს 135.649 ლარის ოდენობით.
ე. შევარდნაძე
დანართი
საწარმოების ჩამონათვალი, რომელთაც „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განევადათ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები
| № | ორგანიზაციის დასახელება | რესტრუქ- ტურიზა- ციის დაწყების თარიღი | რესტრუქტური- ზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული ვადაგადაცილე- ბული საგადასახადო დავალიანებები (ლარებში) | რესტრუქტურიზაციის პერიოდი | ||
|
|
|
|
| ს უ ლ | მათ შორის | |
|
|
|
|
|
| გაყინვის პერიოდი | გადავადების პერიოდი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 1 | ზ. ფალიაშვილის სახ. ოპრისა და ბალეტის სახ. აკად. თეატრის სამხატვრო- საწარმო სახელოსნო | 01.12.1999 წ. | 81513 | 3 წელი (01.12.99წ- დან 01.12.2002 წ-მდე) | 1 წელი (01.12.99წ- დან 01.12.2000 წ-მდე)
| 2 წელი (01.12.2000წ- დან 01.12.2002 წ-მდე) |
| 2 | სააქციო საზოგადოება „მარსი“ (ზესტაფონი) | 01.12.1999 წ. | 32330 | 3 წელი (01.12.99წ- დან 01.12.2002 წ-მდე) | 1 წელი (01.12.99წ- დან 01.12.2000 წ-მდე) | 2 წელი (01.12.2000წ- დან 01.12.2002 წ-მდე) |
| 3 | შპს „ბაჩა“ (ტყიბლი) | 01.12.1999 წ. | 236813 | 3 წელი (01.12.99წ- დან 01.12.2002 წ-მდე) | 1 წელი (01.2.99წ- დან 01.12.2000 წ-მდე) | 3 წელი (01.12.2000წ- დან 01.12.2002 წ-მდე) |
| 4 | შპს „იმერეთი" (ტყიბული) | 16.12.1999 წ. | 75819 | 3 წელი (16.12.99წ- დან 16.12.2002 წ-მდე) | 1 წელი (16.12.99წ- დან 16.12.2000 წ-მდე) | 2 წელი (16.12.2000წ- დან 16.12.2002 წ-მდე) |
| 5 | შპს „ხაშმი“ (საგარეჯო) | 01.01.2000 წ. | 458100 | 3 წელი (01.01.2000წ- დან 01.01.2003 წ-მდე) | 1 წელი (01.01. 2000წ-დან 01.01. 2001წ-მდე) | 2 წელი (01.01.2001წ- დან 01.01.2003 წ-მდე) |
| 6 | სააქციო საზოგადოება ”ოზურგეთის პურპროდუქტე- ბის კომბინატი“ (ოზურგეთი) | 01.01.2000 წ. | 37225 | 3 წელი (01.01.2000წ- დან 01.01.2003 წ-მდე) | 1 წელი (01.01. 2000წ-დან 01.01.2001 წ-მდე) | 2 წელი (01.01.2001წ- დან 01.01.2003 წ-მდე) |
| 7 | სააქციო საზოგადოება „სანატორიუმი ლიკანი" (ბორჯომი) | 01.01.2000 წ. | 265900 | 3 წელი (01.01.2000წ- დან 01.01.2003 წ-მდე) | 1 წელი (01.01. 2000წ-დან 01.01.2001 წ-მდე) | 2 წელი (01.01.2001წ- დან 01.01.2003 წ-მდე) |
| 8 | სააქციო საზოგადოება „მეგაჩაი" (ზუგდიდი) | 01.01.2000 წ. | 70349 | 2 წელი (01.01.2000წ- დან 01.01.2002 წ-მდე) | 1 წელი (01.01. 2000წ-დან 01.01.2001 წ-მდე) | 1 წელი (01.01.2001წ- დან 01.01.2002 წ-მდე) |
| 9 | შეზღუდული პასუხისმგებ- ლობის საზოგადოება „ქართული ფილმი – უძრავი ქონება" (თბილისი) | 01.02.2000 წ. | 197196 | 3 წელი (01.02.2000წ- დან 01.02.2003 წ-მდე) | 1 წელი (01.02. 2000წ-დან 01.02.2001 წ-მდე) | 2 წელი (01.02.2001წ- დან 01.02.2003 წ-მდე) |
| 10 | სააქციო საზოგადოება „თბილელექტ- როაპარატი" (თბილისი) | 21.02.2000 წ. | 318479 | 3 წელი (21.02.2000წ- დან 21.02.2003 წ-მდე) | 1 წელი (21.02. 2000წ-დან 02.02.2001 წ-მდე) | 2 წელი (02.02.2001წ- დან 02.02.2003 წ-მდე) |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები