საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/1784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 10/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 11/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016016
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/1784
10/11/2010
სსმ, 147, 11/11/2010
010320040.22.024.016016
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/11/2010 - 01/05/2013)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1784

2010 წლის 1 0 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

 „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად თანდართული საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე               ა. კეკელია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლამდე ასაკის, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;

ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება ან/და მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;

ვ) დაგეგმარების, ბიუჯეტისა და ფინანსური მენეჯმენტის გამოცდილება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;

ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მართვის, გარემოს მენეჯმენტის, ენვირონიკის, გარემოს დაცვის დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის ან/და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სხვა სფეროში;

ბ) მდგრადი განვითარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგადი განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ”;

დ) საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ”;

ე) საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ”;

ვ) საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ”; 

ზ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის 77 დადგენილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”.