დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" 2010 წლის 22 სექტემბერი №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 22/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.25002.35.161.016019 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2010 წლის 10 ნოემბერი
ქ. გარდაბანი
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 22 სექტემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
მუხლი 1
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 სექტემბრის №56 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები