დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე" გარდაბნის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 22/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.161.016017 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №67
2010 წლის 10 ნოემბერი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №63 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.
მუხლი 2
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №63 დადგენილების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.“.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №63 დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №63 დადგენილების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები