"გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე" გარდაბნის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე" გარდაბნის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 22/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.161.016015
  • Word
65
10/11/2010
სსმ, 54, 22/11/2010
040110030.35.161.016015
"გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე" გარდაბნის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

    2010 წლის 10 ნოემბერი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის   13 ოქტომბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზეგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზეგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №62 დადგენილების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.“.

    მუხლი 3

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                       გ. ფეიქრიშვილი