დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 717 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/11/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, XI, 29/11/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/11/1996 - 30/11/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №717
1996 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების შესახებ
(სიკვდილის შემდეგ)
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით (სიკვდილის შემდეგ):
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
გელა გერზმავა - რიგითი, მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის მსროლელი
ლეონიდე (მიგრინ) გვალია - რიგითი, მეორე საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 245 ბატალიონის მსროლელი
როინ გირგვლიანი - უფროსი ლეიტენანტი, მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის მე-2 ასეულის მე-5 ოცეულის მეთაური
ალექსანდრე თათარაშვილი - მაიორი, მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის განსაკუთრებული ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებული
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“
მურთაზ შონია - რიგითი, მეორე საარმიო 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირველი ასეულის მეტყვიამფრქვევე
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები