„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 604
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 23/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006685
  • Word
604
16/09/2004
სსმ, 104, 23/09/2004
200010000.11.117.006685
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.685

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №604

2004 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგა-ნოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს №550 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №91, მუხ. 785) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით.”.

2. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო ინსპექციები შეიქმნას ამ ბრძანების მე-5 პუნქტში მითითებული შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით, `საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.”.

3. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.”;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;

გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

დ) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;

ე) ადმინისტრაცია (აპარატი).”;

გ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”;

დ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.”;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ. დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაციები მიწის და ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადების გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანა;”;

ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათი დაბრუნება გადამხდელთათვის;”;

ზ) მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „ღ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) სანდო ინფორმაციების მიღება და მოპოვება. მათი გადამუშავების შედეგად სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;”;

თ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის, ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით.”;

ი) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგები დადგენილ ვადებში გადასცეს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს;”;

კ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულ საფუძვლებზე დაყრდნობით დადგენილი წესით მოამზადოს სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დასკვნები ინსპექციის უფროსისათვის გადასაცემად;”;

ლ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 და მე-15 მუხლები.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ოქტომბრიდან.

ზ. ნოღაიდელი