დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 903 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 12/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016055 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №903
2010 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელების ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” 2010 წლის 29 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეატყობინოს პერუს რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები