დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 02/11/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №421
2001 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დააყენა მისი რეორგანიზაციის საკითხი:
1. „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების დანართიდან (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №669 ბრძანებულებით) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულება სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციის „ცენტრი თბილზნიეპის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეორგანიზების ნაწილში.
3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს „ცენტრი თბილზნიეპის“ შესაბამის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ რეორგანიზაცია.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები