"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 05/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190010000.22.033.012744
  • Word
47
30/01/2009
სსმ, 13, 05/02/2009
190010000.22.033.012744
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.012.744

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №47

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში“ (სსმ III, 22.01.08წ., №9, მუხლი 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ 1 “ ქვეპუნქტი:

,,დ1) საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;“.   

3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური