საქართველოს პრეზიდენტის არქივისათვის პოლიტიკური პარტიების არქივის გადაცემის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის არქივისათვის პოლიტიკური პარტიების არქივის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 673
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
673
14/10/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996
010.340.000.05.002.000.
საქართველოს პრეზიდენტის არქივისათვის პოლიტიკური პარტიების არქივის გადაცემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/10/1996 - 06/11/1996)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №673

1996 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის არქივისათვის პოლიტიკური პარტიების არქივის გადაცემის შესახებ

1. ერის ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების რაციონალური და სრულყოფილი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის არქივს გადაეცეს ლიკვიდირებული საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის პოლიტიკური პარტიების არქივი დაკავებული სათავსითა და მოწყობილობით.

2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის არქივის დებულების ახალი რედაქცია (თან ერთვის).

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტის არქივის 

დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტის არქივი (შემდგომში– არქივი) არის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. არქივი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ, არქივების მუშაობის თაობაზე რესპუბლიკის სხვა კანონებითა და სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით, სახელმწიფო კანცელარიის დებულებით და ამ დებულებით.

II. არქივის ამოცანა

არქივის ამოცანაა საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ყველა ოიციალური და მისი თანხმობით პირადი ხასიათის დოკუმენტებისა და მასალების მოძიება, შეგროვება, მიღება, დამუშავება, დაცვა, შესწავლა და გამოყენების ორგანიზაცია.

III. არქივის შემადგენლობა

არქივი კომპლექტდება ბეჭდური, ხელნაწერი, ტექნიკური და სხვა საშუალებებით შესრულებული შემდეგი სახის დოკუმენტებითა და მასალებით:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები შესაბამისი მასალები.

2. საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებების, რესპუბლიკის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების სხდომების, სხვადასხვა სახის კომისიების, საბჭოების, შტაბების, შეკრებების, თათბირების მასალები.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიღებების, შეხვედრების, ვიზიტების, მოგზაურობათა ამსახველი მასალები.

4. საქართველოს პრეზიდენტის ხელნაწერები.

5. საქართველოს პრეზიდენტის პირადი ხელმოწერა.

6. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური კორესპოდენცია.

7. მოგონებები საქართველოს პრეზიდენტზე.

8. საქართველოს პრეზიდენტისადმი მიძღვნილი საჩუქრები და პრეზიდენტის ნაჩუქრობის ამსახველი მასალები.

9. საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები მეცნიერულ და მხატვრულ შემოქმედებაში.

10. საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებისა და საქმიანობის ქრონიკა.

11. საქართველოს პრეზიდენტის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები.

12. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები შესაბამისი მასალებით.

13. ჩამოთვლილის გარდა სახელმწიფო კანცელარიის საქმისწარმოებით დამთავრებული სხვა დოკუმენტები და მასალები.

14. არქივის საინფორმაციო-საცნობარო სისტემა:

ა) ცნობები დოკუმენტებისა და მასალების შემადგენლობის, შინაარსისა და ადგილსამყოფლის შესახებ (აღწერილობანი, ფონდთა და საქმეთა ნომენკლატურები, ისტორიული ცნობები, ანბანური და თემატური კატალოგები და საძიებლები, საინფორმაციო დოკუმენტები, ტოპოგრაფიული მაჩვენებლები და სხვ.);

ბ) არქივის სააღრიცხვო დოკუმენტაცია (არქივის პასპორტი, ფონდების სია, ბარათები და სხვ.);

გ) არქივის საქმიანობის სხვა მასალები (გეგმები, ანგარიშები, მიმოწერა და სხვ.).

15. დოკუმენტებისა და მასალების ორიგინალის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია პირის, ასლის, იმიტაციის ან დუბლიკატის მიღება.

16. არქივში მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მასალაზე იქმნება სადაზღვევო ფონდი.

IV. არქივის უფლებები

დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად არქივი უფლებამოსილია:

1. ოფიციალურ კორესპოდენციებზე მუშაობის განყოფილებასთან ერთად შეიმუშაოს არქივის მასალების ნომენკლატურა და ინდექსაცია, რომელთაც აცნობებს სახელმწიფო კანცელარიის არქივწარმომქმნელ და არქივჩამბარებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

2. მოითხოვოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დოკუმენტებისა და მასალების ჩაბარება დადგენილი წესების დაცვით.

3. ოფიციალურ კორესპოდენციებზე მუშაობის განყოფილებასთან ერთად შეამოწმოს ამ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვა.

4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მითითება მისცეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე მიიღოს მათგან არქივთან დაკავშირებული სათანადო მასალები და ინფორმაციები.

5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის წინაშე დასვას საკითხები არქივის საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

6. ოფიციალური კორესპოდენციის ბლანკზე, არქივის უფროსის ხელმოწერით და არქივის დასახელების მქონე უგერბო ბეჭდის დასმით გასცეს იურიდიული ძალის მქონე საარქივო ცნობა, ამონაწერი და პირი, აგრეთვე აწარმოოს მიმოწერა არქივის ფუნქციისა და კომპეტენციის ფარგლებში.

7. წარმოადგინოს არქივი საარქივო მუშაობის საკითხებზე გამართულ შიდასახელმწიფო და საერთაშორისო ღონისძიებებზე.

8. მონაწილეობა მიიღოს საარქივო საქმის საკითხებზე სახელმწიფო დოკუმენტების მომზადებაში.

V. არქივის მუშაობის ორგანიზაცია

1. არქივი თავის პროფილით დოკუმენტებსა და მასალებს მოიძიებს და აგროვებს საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და სამთავრობო ორგანოების, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე კერძო პირებისაგან.

2. საჭიროებისა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში არქივი ახორციელებს დოკუმენტებისა და მასალების საინფოომაციო-გაცვლით პროცედურას საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და სამთავრობო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან.

3. არქივის პრაქტიკული საქმიანობა II მუხლით გათვალისწინებულ საკითხებში ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.