დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 669 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/10/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/10/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.380.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №669
1996 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის შესახებ
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და უცხოელი ინვესტორების მიერ შემოთავაზებული წინადადებების შესაბამისად ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:
1. მიღებულ იქნეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (დ. ზუბიტაშვილი) წინადადება ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის შესახებ.
2. თხევადი გაზის ტერმინალის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსის დადგენამდე, მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსთან (მ. ადეიშვილი) შეთანხმებით უზრუნველყოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სააქციო საზოგადოება „ტრანსგაზმა“.
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის აგვისტოს №545 დადგენილებით, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის პერსპექტიული განვითარებისათვის განკუთვნილი 481.0 ჰექტარი მიწის ფართობიდან სააქციო საზოგადოება „ტრანსგაზს“ თხევადი გაზის ტერმინალის ასაშენებლად, დადგენილი წესის შესაბამისად, გამოეყოს 22.5 ჰექტარი მიწის ფართობი.
4. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურში თხევადი გაზის ტერმინალისათვის მიწის ფართობის შერჩევა მოხდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (ნ. ჩხობაძე) შეთანხმებით და შემდგომში ტერმინალის პროექტი წარმოდგენილ იქნეს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის.
5. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან ერთად ნავსადგურის პერსპექტიული განვითარების დაგეგმარებისას გაითვალისწინოს გამოყოფილი მიწის ფართობი.
6. შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ტერმინალის მშენებლობის ორგანიზატორებს აღნიშნული ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო საკითხების მოგვარებაში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები