დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 16/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.166.016010 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ და დადგენილების 1-ლი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ოდენობა ლარებში |
| 1 | გამგებელი | 2 360 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | უფროსი საჯარო თანამდებობა სამსახურის უფროსი განყოფილების უფროსი გამგებლის თანაშემწე |
700 500 450 |
| 4 | უმცროსი საჯარო თანამდებობა მთ. სპეციალისტი წამყვანი სპეციალისტი უფროსი სპეციალისტი სპეციალისტი |
420 410 400 390 |
| 5 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გემგეობის რწმუნებული |
400 |
| 6 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი | 200 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები