ყაზბეგის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოწესრიგებისა და მოხმარებული გაზით საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ყაზბეგის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოწესრიგებისა და მოხმარებული გაზით საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.002.000.
  • Word
646
28/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
300.380.000.05.002.000.
ყაზბეგის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოწესრიგებისა და მოხმარებული გაზით საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №646

1996 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოწესრიგებისა და მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ

ყაზბეგის რაიონს, როგორც სასაზღვრო, მაღალმთიან და განსაკუთრებული მნიშვნელობის რაიონს, სადაც მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო შექმნილია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად საჭიროა გაეწიოს გარკვეული შეღავათები მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდაში ქვეყნის დღევანდელ ეკონომიკურ შესაძლებლობათა გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 3 მაისის №304 ბრძანებულებით შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე:

1. ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის დაუწესდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების ყოველთვიური ლიმიტი:

– ზაფხულის პერიოდში (15 მაისიდან 15 სექტემბრამდე) – ყოველთვიურად 39 ათასი ლარის ღირებულების 500 ათასი კუბური მეტრი გაზი;

– ზამთრის პერიოდში (15 სექტემბრიდან 15 მაისამდე) – ყოველთვიურად 234 ათასი ლარის ღირებულების 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი.

2. დაწესდეს, რომ ყაზბეგის რაიონში საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების 10 პროცენტი, როგორც გამონაკლისი, დაიფაროს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების მეშვეობით.

გაზის ღირებულების ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების მეშვეობით დაფარვისათვის პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისროთ ყაზბეგის რაიონის გამგებელს (ი. ბურდული) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მცხეთა-მთიანეთის მხარეში (შ. ოგბაიძე).

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) გამოყოს საჭირო თანხა რაიონის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ რაიონისათვის გაზის მიწოდების განახლების დღიდან წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული გაზის ღირებულების გადასახდელად.

4. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. ზუბიტაშვილი) გამონახოს საშუალება ყაზბეგის რაიონისათვის, როგორც გამონაკლისი, ბუნებრივი გაზის შეღავათიანი ტარიფით (1000 კუბური მეტრი 78 ლარის ღირებულებით) მოწოდებისათვის.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ყაზბეგის რაიონის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების შესაბამისი თანხის გამოყოფა.

6. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ დაუწესონ სახელმწიფო კონტროლი ყაზბეგის რაიონში ბუნებრივი გაზის ხარჯვას, რისთვისაც უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ რაიონის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენებიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობისათვის ინდივიდუალური გაზის მრიცხველების დამონტაჟება.

ე. შევარდნაძე