„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 624
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.033.014941
  • Word
624
04/08/2010
სსმ, 97, 10/08/2010
340170000.22.033.014941
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.033.014.941

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №624№2-122

2010 წლის 4-5 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის      2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ. 2026) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ წესი თანდართული დანართებით (დანართი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13).“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა არ მოითხოვება დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.;

ბ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, გარდა მე-8 მუხლით დადგენილი უსაფრთხოების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აუცილებელი შემთხვევებისა;“;

გ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ვრცელდება ვეტერინარული კონტროლი, გარდა მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;;

დ) ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი;

ე) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა არ მოითხოვება დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.;

ვ) 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, გარდა 34-ე მუხლით დადგენილი უსაფრთხოების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აუცილებელი შემთხვევებისა;.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №13 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.           

მინისტრის მოვალეობის

 შემსრულებელი      პ. პეტრიაშვილი

                                    ბ. კვეზერელი

დანართი №13

მგზავრის მიერ პირადი ბარგით, მათ შორის, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს) ნუსხა, რომლებზეც არ ვრცელდება ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი

საქონლის დასახელება

ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ,

 შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, 

თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა,

 რუსეთის ფედერაცია

სხვა ქვეყნები

ხორცისა და რძის პროდუქტები (რომლებიც არ საჭიროებს ტრანსპორტირების სპეციალურ პირობებს)

10 კგ

5 კგ

0

ჩვილ ბავშვთა რძის ფხვნილზე, ჩვილის საკვებსა და სამედიცინო მიზნისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ საკვებზე

გონივრული რაოდენობის ფარგლებში

გონივრული რაოდენობის ფარგლებში

გონივრული რაოდენობის ფარგლებში

თევზი და თევზის პროდუქტები (თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები, წყლის სხვა უხერხემლოები და მათი პროდუქტები, გარდა ხიზილალისა)

10 კგ

5 კგ

(თევზჭერის შედეგად მოპოვებული 1

 თევზის შემთხვევაში განუსაზღვრელი წონის)

5 კგ

წითელი და შავი ხიზილალა

0,2 კგ

0,2 კგ

0

ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტები

10 კგ

5 კგ

2 კგ

ცხოველური წარმოშობის ცხოველთა საკვები

5 კგ

5 კგ

0

მცენარეული წარმოშობის პროდუქტები

10 კგ

5 კგ

5 კგ

სარგავი და სათესლე მასალა

1კგ

0,5კგ

0

შენიშვნა: ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც შემოიტანება (მათ შორის, საფოსტო გზავნილით) ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.