„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987-№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 73, 17/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.033.013194
  • Word
384
16/06/2009
სსმ, 73, 17/06/2009
340170000.22.033.013194
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987-№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.033.013.194

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №384-№2-130

2009 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987-№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:

 მუხლი 1

„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987-№2-184 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 წ., №187, მუხ. 2026) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის პირობები

1. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოში ვეტერინარული სერტიფიკატის (ორიგინალის) წარდგენა სავალდებულო არ არის.

2. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის ორიგინალი, რომელიც მიჰყვება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს დანიშნულებისამებრ, ხოლო საბაჟო ორგანოში რჩება მისი დამოწმებული ასლი.“.

2. წესის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოდან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის:

ა) ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოში ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის (ორიგინალის) წარდგენა სავალდებულო არ არის;

ბ) რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარედგინება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ორიგინალი, რომელიც მიჰყვება ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს დანიშნულებისამებრ, ხოლო საბაჟო ორგანოში რჩება მისი დამოწმებული ასლი.“.

3. წესის 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) თუ ვერ ხერხდება ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული იმ საქონლის გატანა, რომლის შემოტანაზეც უარი ითქვა ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაშინ ხორციელდება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით ნიმუშის აღება. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს საქონელი უსაფრთხოა მცენარეთა სიჯანსაღისათვის, სასაქონლო პარტია ექვემდებარება საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ღონისძიებას, გარდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებისა, ხოლო თუ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს საქონელი წარმოადგენს საფრთხეს მცენარეთა სიჯანსაღისათვის, ამ შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურების საბაჟო დამუშავების ოპერაცია კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დასაშვებია „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით გათვალისწინებული წესით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს ფინანსთა

მინისტრის პირველი

 მოადგილე პ. პეტრიაშვილი

საქართველოს სოფლის

 მეურნეობის მინისტრი ბ. კვეზერელი