დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 10/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110000.10.003.016060 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №330
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა თანდართული დანართის ფორმით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 6 აგვისტოს №64 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
გერბის ადგილი
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა
№ -----------
ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)
----------------------------------------------------------------------------- მასზე, რომ მას გადაეცა
საკუთრებაში --------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელმწიფო ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიწის ფართობი --------------------------------------------------------------
საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------
ოქმის/ხელშეკრულების თარიღი --------------------------------------------------------------------
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე, მისი მისამართი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გამცემ ორგანოში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან. საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია ოქმთან/ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201___ წლის „ ____“ _________________
----------------------------------------------------
თანამდებობის პირის ხელმოწერა
ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები