საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 333
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 10/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016061
  • Word
333
03/11/2010
სსმ, 146, 10/11/2010
040030000.10.003.016061
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 333

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიერთების გზით, 2010 წლის 15 ნოემბრამდე.

    მუხლი 2

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

    მუხლი 3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური