დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში მეაბრეშუმეობის შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 636 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 23/09/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.150.000.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/1996 - 12/11/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №636
1996 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში მეაბრეშუმეობის შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ
უკანასკნელ წლებში ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მეაბრეშუმეობის დარგზე, რის შედეგადაც შეიქმნა მისი სრული ლიკვიდაციის რეალური საშიშროება.
მეაბრეშუმეობისა და ნატურალური აბრეშუმის წარმოების გადარჩენისა და შემდგომი შენარჩუნების მიზნით:
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეაბრეშუმეობის საწარმოო გაერთიანების ბაზაზე ერთიანი სააქციო საზოგადოების "საქართველოს აბრეშუმის" დაფუძნება აქციათა საკონტროლო პაკეტის (51 პროცენტი) დროებით სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებით. აქციების დარჩენილი ნაწილის პრივატიზება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო საკუთრებაში დროებით დატოვებულ აქციათა პაკეტის მართვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ.პაპავა) და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა.სილაგაძე) 3 თვეში შეიმუშაონ და წარმოადგინონ სააქციო საზოგადოება "საქართველოს აბრეშუმის" სახელმწიფოს საკუთრებაში დროებით დატოვებული პაკეტის პრივატიზების გეგმა.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ.პაპავა), სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა.სილაგაძე), ვაჭრობისა და საგარეოეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი) 3 თვეში შეიმუშაონ და დაამტკიცონ მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების მიზნობრივი პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებულ იქნეს: – მებრეშუმეობის დარგის პოტენციალის მთლიანად ამოქმედება, პროდუქციის ექსპორტზე მაქსიმალური ორიენტირება, აგრეთვე ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ინტეგრაციისა და რეალური ინვესტორებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
– საერთაშორისო ბაზრობებისა და კომერციულ გამოფენებზე ქართული ნატურალური აბრეშუმის ნედლეულისა და პროდუქციის წარდგენა, რეკლამირება და მისი, როგორც საექსპერტო პოტენციალის მქონე საქონლის, მსოფლიო ბაზარზე გატანა; – მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციაში სააქციო საზოგადოება "საქართველოს აბრეშუმის" გასაწევრიანებლად სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.
4. ქვეყანაში მეაბრეშუმეობის აღორძინების, მისი ისტორიული წარსულის წარმოჩენისა და ამოქმედებისათვის თბილისში, ცაბაძის ქ.N 6-ში მდებარე შენობას, რომელშიც განთავსებულია მეაბრეშუმეობის საწარმოო გაერთიანება, დარგობრივი მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ეწოდოს "აბრეშუმის სახლი" და გამოცხდადდეს ისტორიული მნიშვნელობის კულტურის ძეგლად, აიკრძალოს მისი პრივატიზება.
5. ქ. თბილისში, ცაბაძის ქ. N 6-ში მდებარე შენობა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 ოქტომბრის N 768 დადგენილებით გადაცემული ჰქონდა საქართველოს აგრარული უნივესიტეტის მეუბრეშუმეობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს, მასში განთავსებული დარგობრივი მუზეუმითა და ბიბლიოთეკით გადაეცეს ბალანსზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფლობისა და სარგებლობის უფლებით.
6. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ.გულუა): ა) არსებული წესის შესაბამისად აღნიშნულ შენობაში განათავსოს:
– მეაბრეშუმეობის დარგობრივი მუზეუმი და ბიბლიოთეკა;
– სააქციო საზოგადოება "საქართველოს აბრეშუმი";
– აგრარული უნივესიტეტის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ბ) შეისწავლოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და მეაბრეშუმეობის საწარმოო გაერთიანების მუშაობა, დასახოს და განახორციელოს ღონისძიებანი ქვეყანაში მეაბრეშუმეობის დარგის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარებისათვის.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები