"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 10/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016070
  • Word
339
03/11/2010
სსმ, 146, 10/11/2010
010240030.10.003.016070
"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 339

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის 249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის 249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, 154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გა­­­ფორმება როგორც საქარ­თვე­ლოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყ­ნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;”.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი);”;

ბ) და ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ყ” ქვეპუნქტი:

ყ) უფლებამოსილია, მინისტრისათვის კანონმდებლობით გან­სა­ზღვ­რული ცალკეული ფუნქციების განხორციელების უფლება მი­ანიჭოს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირებს.”.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოსამსახურეები

1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:

ა) მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) სამმართველოს უფროსები;

დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;

ე) სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები.

2. მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები, აგრეთვე მინისტრის თანაშემწეები ინიშნებიან მინის­ტრის უფლე­ბამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები ინიშნებიან მი­ნის­ტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

4. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები ინიშნებიან სა­ქარ­თველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული ხელშეკ­რულების პირობებისა და ვადის გათვალისწინებით.”.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 ქვეპუნქტი:

1) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრო­მელთა სამუშაოს აღწერილობებს;”.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამინისტროს აპარატი

სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენ­ციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზა­ცი­ული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგა­რიშების მომზადება;

გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნ­ველ­ყოფა;

დ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამ­თავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულე­ბებ­თან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

ზ) სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებ­გვერდის განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

თ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშო­რი­სო ორგანიზაციებთან (დო­ნორებთან);

ი) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების მომზადების კოორდინაცია და დადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა.”.

7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ” ქვეპუნქტი:

თ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინის­ტროს მიერ დასადები საერ­თაშო­რი­სო ხელშეკრულებების მომზა­დე­ბა, დადებულ საერთაშორისო ხელ­­შეკ­რუ­ლებებში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანის სა­ჭიროე­ბის განსაზღვრა.”.

8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ” ქვეპუნქტი:

ვ) თავის კომპეტენციას მი­კუთვ­ნებულ სფეროში სამინის­ტროს მიერ დასადები საერთა­შო­რი­სო ხელშეკრულებების მომზა­დება, დადებულ საერთაშორისო ხელ­­შეკრულებებში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანის სა­ჭი­როების განსაზღვრა.”.

9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელ-მწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგ­ნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

ბ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღ­რიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზან­მი­მარ­თულად განხორციელება;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნი­კუ­რი უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანიშვნა-გათავისუფ­ლე­­ბის, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამარ­თლე­ბრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მოსამ­სა­ხუ­რეთა პირადი სა­ქ­მეების შედგენა, საკადრო საკითხებთან და­კავშირებული სხვა ღო­­ნისძიებების (მათ შორის, წარდგინებების მომზადების) უზრუნ­ველყოფა;

ზ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებასთან და­კავ­შირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ლ) აპოსტილითა და ლეგალიზაციით დამოწმებასთან დაკავ­შირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა გან­ხორციელება.”.

10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპე­ტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინის­ტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნი­სათვის საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კო­ორ­­დინაცია; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონ­მდებ­ლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზა­დე­ბული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა;

დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტების განსახილველად საჭირო ღონისძიე­ბე­ბის გატარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავ­რო­ბის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირში მონაწილეობა;

ე) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ზეპირი ან წერი­ლობითი დავალების შესაბამისად, კანონქვემდებარე სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებ­რივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პრო­ექ­ტებისა);

ზ) მინისტრის ნორმატიული ხასიათის აქტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქარ­თველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქ­ვეყ­ნებისათვის გაგზავნა;

ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასა­მარ­თლოში.”.

11. 182 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ” ქვეპუნქტი:

დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექ­მნისა და განვითარების ტექნიკური უზრუნველყოფა.”.

12. 183 და 184 მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმ­ნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სა­თათბირო ორგა­ნოები), აგრეთვე სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი ამოცა­ნე­ბი და საქმია­ნობის წესი.

2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილე­ბის მიღების უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინა­რე­ობს.

3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომ­ლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროე­ბის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამო­ცა­ნების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქ­მია­ნო­ბის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუ­ხის­­მგე­ბელი პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.

4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელ­მძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხ­მობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელ­მწი­ფო მოხელეები.

5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სა­მინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მი­ნის­­ტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგა­ნოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფი.

7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვოს საჭირო დოკუმენ­ტები და ინფორმაცია.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანო საქმიანობას ახორციელებს სხდო­მე­ბის მეშვეობით. სხდომას იწვევს სათათბირო ორგანოს თავმ­ჯდო­მა­რე საკუ­თარი ინიციატივით ან სათათბირო ორგანოს წევრის თხოვნის სა­ფუძველზე. სხდომას უძღვება სათათბირო ორგანოს თავ­მჯდო­მარე.

10. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

11. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაი­თვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მე­ტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავ­მჯდო­მარის ხმა.

12. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდო­მის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

13. საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ორგანოს თავ­მჯდო­­მარის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში.

14. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატე­ბითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზ­ღაურ­დეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. სათათბირო ორგანო, თუ მას აქვს დებულებით გათვა­ლისწინებული სხვაგვარი წესები, საქმიანობას წარმართავს ამ სა­თათბირო ორგანოს დებულების შესაბამისად.

16. სათათბირო ორგანოს შექმნისას შესაძლოა განისაზღვ­როს ამ მუხლისაგან განსხვავებული დებულე­ბები.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ნოემ­ბრი­დან.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური