დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "დიჯიტელ ელექტრონიქსი"-ს მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისა და სასამართლოსათვის წარდგენილი კანდიდატურის გაკოტრების მართველად დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/8020-09 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 12/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განჩინება
შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შეწყვეტის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნისა და სასამართლოსათვის წარდგენილი კანდიდატურის გაკოტრების მმართველად დამტკიცების თაობაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ რეაბილიტაციის პროცესი;
2. შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება;
3. ირაკლი ნინუას შეუწყდეს მოვალე შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ მეურვის უფლებამოსილება;
4. შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ კრედიტორთა რეესტრში მესამე რიგის მოთხოვნად შეტანილ იქნეს ირაკლი ნინუას მიერ მეურვის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურების მოთხოვნა და მის ოდენობად განისაზღვროს 3000 (სამი ათასი) ლარი;
5. მოვალე შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ მომრიგებელთა საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება;
6. მოვალე შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ უზრუნველყოფილი კრედიტორის
სს „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „დიჯიტელ ელექტრონიქსის“ (ს/კ 205174782) გაკოტრების მმართველად დამტკიცდეს გიორგი ზედელაშვილი (იურისტი, სსიპ – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი, მცხ.: ქ. თბილისი, მე-3 მასივი, ზ/პლატო, კორპუსი №4, ბინა №42, პ/ნ 01027005212);
7. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები