დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/09/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №634
1996 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
ზუსტი დროითა და ეტალონური სიხშირეებით მომხმარებლების უზრუნველყოფის სამუშაოთა ორგანიზაციისა და სრულყოფისათვის, აგრეთვე სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული დროისა და სიხშირის უწყებათაშორისი კომისიისათვის დაკისრებული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით:
1. შეიქმნას დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახური საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ისრის" ბაზაზე 1996 წელს მათთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ისარი" გამოყვანილ იქნეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დაქვემდებარებიდან და დაექვემდებაროს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტს სამეცნიერო - საწარმოო გაერთიანების სტატუსის შენარჩუნებით.
3. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ო.ხოფერია) აღნიშნული სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით განახორციელოს მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის ღონისძიებანი.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) 1997 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ამ სამსახურის დაფინანსება.
5. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) განახორციელონ ღონისძიებები საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან დროისა და სიხშირის სამუშაოებისათვის საჭირო სახსრების მოსაზიდად
6. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) დროისა და სიხშირის სამსახური უზრუნველყოს კავშირგაბმულობის საშუალებებით (ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), გააძლიეროს კავშირგაბმულობის საშუალებათა შეუფერხებელი მუშაობის კონტროლი.
7. საქსტანდარტმა (ო. ხოფერია), ქ. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი) უზრუნველყონ სსგ "ისრის" (ჩარგლის ქ. N67) კორპუსის ელექტრო და წყალმომარაგების პირველ კატეგორიაზე გადაყვანა.
სახელმწიფო კომპანია „საქენერგომ“ (ვ. მეტრეველი) და ქ. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი) უზრუნველყონ კორპუსის წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების საკითხების მოგვარება.
8. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა მიიღონ ქმედითი ზომები ტერიტორიაზე განლაგებული დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახურის ობიექტების, აგრეთვე საქსტანდარტის რეგიონალური ორგანიზაციების ნორმალური მუშაობისათვის.
9. დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახურმა მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და წარადგინოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულ დროისა და სიხშირის უწყებათაშორის კომისიაში განსახილველად წინადადებანი ქვეყნის დროისა და სიხშირის პროგრამის შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები