"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 10/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.016069
  • Word
338
03/11/2010
სსმ, 146, 10/11/2010
300010000.10.003.016069
"თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 338

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის                                        131 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის 131 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, 182, მუხლი 881) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თიზის შექმნის შესახებ დასკვნის მომზადებისათვის პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აწარმოებს საქართველოში შექმნილი თიზების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს.

7. თიზების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით..

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევალება:

ა) განიხილოს განცხადება თიზის შექმნის შესახებ;

ბ) ორგანიზატორის მიერ დოკუმენტაციის კანონმდებლობით და ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ფორმით წარდგენის შემთხვევაში აცნობოს ორგანიზატორს დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა აითვლება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის თარიღიდან;

გ) თიზის შექმნის შესახებ ორგანიზატორის სრულყოფილი განცხადების მიღების შემდეგ 30 დღის ვადაში მოამზადოს დასკვნა თიზის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ, ხოლო უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს დასაბუთებული უარი;

დ) თუ ორგანიზატორმა წარადგინა თიზის წესდება, შეისწავლოს წესდების პროექტი და ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში ასახოს, რამდენად შეესაბამება თიზის წესდების პროექტი საქართველოს კანონმდებლობას;

ე) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტი და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;

ვ) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თიზის შექმნის შესახებ;

ზ) დაიცვას შემოსულ განაცხადსა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;

თ) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში თიზის ორგანიზატორს მოსთხოვოს:

თ.ა) თიზის მოწყობის სიტუაციური გეგმის (ნახაზის) წარმოდგენა;

თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესაბამისად თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც აგრეთვე სავალდებულოა აისახოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო, სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების განთავსების სიტუაციური გეგმა;

თ.გ) ორგანიზატორის მიერ თიზის შექმნის ვალდებულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის 157 დადგენილებით გათვალისწინებული გარანტიის 10 პროცენტის ოდენობით, რომლის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა, და რომელიც უნდა მოქმედებდეს თიზის ფუნქციონირების დაწყების პირველი დღის ჩათვლით, ან საქართველოში მდებარე სულ მცირე იგივე ღირებულების მაღალლიკვიდური უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის ან იგივე ოდენობის თანხის სახაზინო დეპოზიტზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს თიზის მოწყობის გეგმის ის ნაწილი, რომლის მოთხოვნებიც რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის 157 დადგენილებით თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ.

7. თუ მხარეთა მიერ თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სახელმწიფო მონაწილეობს მხოლოდ თიზის საზღვრამდე საავტომობილო გზის მიყვანის სამუშაოებთან დაკავშირებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილის დაფინანსებაში, რისთვისაც აუცილებელია:

ა) ორგანიზატორის შესაბამისი თხოვნისა და საქართველოს მთავრობის თანხმობის არსებობა;

ბ) ორგანიზატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუთანხმოს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოების პროექტის სამშენებლო დოკუმენტაცია.

8. თუ მხარეთა მიერ თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სახელმწიფო არ აფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების 50 პროცენტზე მეტ ოდენობას.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ:

ა) ორგანიზატორი თვითონ დააფინანსებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების პროექტის სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების სრულ ოდენობას და სამუშაოების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ორგანიზატორს აუნაზღაურებს აღნიშნული ხარჯების ნაწილს შეთანხმებული ოდენობით, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში;

ბ) ორგანიზატორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილს დააფინანსებს ჯერ ორგანიზატორი, ხოლო დანარჩენ ნაწილს – სახელმწიფო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში;

გ) თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ოდენობა უნდა იყოს საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იმ გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ტოლი, რომელსაც გაიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, და იგი უნდა მოქმედებდეს აღნიშნული საგზაო სამუშაოების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.“;

დ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ორგანიზატორის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის 157 დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

15. ორგანიზატორის მიერ თიზის მოწყობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს საბანკო გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის 157 დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად..

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად შემოწმდება და დადასტურდება თიზის შესაბამისობა თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის 157 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;;

ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის 50 დადგენილებითა და მასში მითითებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განისაზღვრება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის 157 დადგენილებით.

8. თიზის ფუნქციონირების პერიოდში მისი ფუნქციონირებისათვის დადგენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნების დარღვევის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეუთანხმებლად შესასვლელ-გამოსასვლელის ან/და შენობა-ნაგებობის დამატების შემთხვევაში დგება საკითხი თიზის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე და ორგანიზატორს ეძლევა გონივრული ვადა არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შუამდგომლობს სასამართლოში თიზის ლიკვიდაციის თაობაზე, ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე..

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თიზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით შეიძლება შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ;;

ბ) მე-6 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) დარეგისტრირდნენ მოცემული თიზის გადამხდელად „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის 957 ბრძანების შესაბამისად;.

6. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე ახდენს თიზის საწარმოს თიზის გადამხდელად რეგისტრაციას გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის                     31 დეკემბრის957 ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;;

ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სათანადო უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე გასცემს შესაბამისი ფორმის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს;;

გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიშს თიზში გაწეული მომსახურების შესახებ; ანგარიშის ასლს წარუდგენს ორგანიზატორს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პირისათვის;.

7. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ორგანიზატორი შეიმუშავებს თიზის წესდების პროექტის საბოლოო ვარიანტს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.;

ბ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. თიზის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, თუ თიზის მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე არ უქმდება თიზის სტატუსი, ორგანიზატორს ევალება მხოლოდ წერილობით აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თიზის საწარმოებს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ.

17. თიზის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის შეცვლისას, იმ შემთხვევაში, თუ თიზის სტატუსი არ უქმდება, ორგანიზატორს (ან ახალ მესაკუთრეს) მოეთხოვება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ახალი მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მოცემულ მიწის ნაკვეთზე თიზის არსებობის შესახებ.;

გ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს გაზარდოს თიზის მიწის ნაკვეთის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წარუდგინოს მას ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გეგმები თიზის გაფართოებული საზღვრების ჩვენებით და თიზის ახალ ტერიტორიაზე დააკმაყოფილოს თიზის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ამ წესებით დადგენილი ყველა პირობა.;

დ) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

25. თიზის ადმინისტრატორი შეიმუშავებს ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით..

8. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თიზის სტატუსის ვადის ამოწურვამდე ლიკვიდაციის განზრახვის შემთხვევაში ორგანიზატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თიზში რეგისტრირებულ ყველა საწარმოს სულ მცირე ერთი წლით ადრე წერილობით უნდა აცნობოს ლიკვიდაციის განზრახვის შესახებ.;

ბ) მე-5 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ამზადებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით..

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 29 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური