დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ჩამოწერისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 627 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 23/09/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/1996 - 28/12/1996)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №627
1996 წლის 23 სექტემბერი
ქ.თბილისი
1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ჩამოწერისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება, შეთანხმებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების, ქმედუნარიანი საწარმოებისათვის ნორმალური ფინანსური ბაზის შექმნის მიზნით:
1. ჩამოეწეროთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებული დავალიანებანი, თანახმად №1 დანართისა და ამავე რაოდენობის თანხებით შემცირდეს სახელმწიფოს დავალიანებები აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გამოიწვია თურქმენეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ გადატვირთული საქონლის ღირებულებათა აუნაზღაურებლობამ.
2. ჩამოეწეროთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცენტრალური ბიუჯეტის დავალიანებები, რომლებიც გამოიწვია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ 1993-1995 წლებში საქართველოს ცალკეული საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი თანხების ბლოკირების შედეგად, №2 დანართის თანახმად.
3. ჩამოეწეროს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს ბიუჯეტში გადასახდელი და ტარიფების შეცვლის გამო ბიუჯეტიდან მისაღები თანხა 9600 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად გაუქმდეს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №22 ბრძანებულების მეორე პუნქტი, შეუსრულებულ ნაწილში.
4. ჩამოეწეროთ საწარმოებსა ორგანიზაციებს ბიუჯეტში ვადაგადაცილებული დავალიანებები, რომლებიც გამოწვეულია ფინანსური სანქციების (სანქცია, ჯარიმა, საურავი) მიყენების შედეგად, 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
5. გადაუვადდეთ საწარმოებსა და ორგანიზაციებს 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბიუჯეტში ვადაგადაცილებული ძირითადი დავალიანებები 1999 წლის 1 იანვრამდე, გადავადებულ თანხებზე საშუალოდ წლიური 24 პროცენტიანი სარგებლის გადახდით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე) შეიმუშაოს და დაამტკიცოს გადავადებული დავალიანებებისა და სარგებლის გადახდის გრაფიკი საწარმოთა ჯგუფების მიხედვით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან (ვ.პაპავა) ერთად ორ კვირაში შეიმუშაოს და წარმომიდგინოს დასამტკიცებლად, სახელმწიფოს მიერ დავალიანებათა დაფარვის ფორმები იმ საწარმოთა მიმართ, რომელთაც არ გააჩნდათ 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცენტრალურ ბიუჯეტში ვადაგადაცილებული დავალიანებანი და ამის გამო არ არიან მოხსენიებულნი ამ ბრძანებულების პირველ და მეორე დანართებში.
7. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ დავალიანებათა ჩამოწერა და გადახდის ვადის გადავადება განხორციელდეს 1996 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხების გამოკლებით.
ე. შევარდნაძე
დანართი №1
თურქმენეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ გადატვირთული საქონლის ღირებულების აუნაზღაურებლობის გამო გამოწვეული სახელმწიფოს დავალიანებებისა და საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში შესაბამის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ჩამოწერა 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით
საწარმოები და ორგანიზაციები დავალიანების ჩამოწერა | |
თბილისის სს „ჩარხმშენებელი“ თბილისის შპს „გლდანი“ თბილისის ქარხანა „ელექტროძრავა“ თბილისის სს „ელექტროაპარატი“ თბილისის სს თბილაბრეშუმი „ცისარტყელა“ თბილისის სს „ფეიქარი-95“ სს „თბილქიმფარმი“ თბილისის სს „ლითონმჭრელი იარაღები“ თბილისის სს „ელექტროშედუღება“ თბილისის სს „ნინო“ თბილისის ასოციაცია „გელათი“ თბილსის სს „მაუდი“ რუსთავის სს „ტამი“ ქუთაისის ტრიკოტაჟის ფაბრიკა ხაშურის სს „გორგოტა“ | 9430 6086 5522 34350 1170 2028 5624 14049 3570 2799 2294 89720 110560 12603 1454 |
სულ | 301259ნ |
დანართი №2
საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული დავალიანებები, რომლებიც ექვემდებარებიან ჩამოწერას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ საქართველოს სახელმწიფო ვალის ანგარიშზე, მათი კუთვნილი თანხების ბლოკირების გამო
(ლარი)
საწარმოები და ორგანიზაციები | დავალიანების ჩამოწრა |
ზესტაფონის სს „ფეროშენადნობი“ თბილისის სს „მიონი“ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ქუთაისის ელექტროტექნიკური ქარხანა თბილისის საიუვილერო ქარხანა სს „ჭიათურმანგანუმი“ სამტრედიის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა | 10110 858 144268 7284 32182 1856 44 |
სულ | 196602 |
დოკუმენტის კომენტარები