„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 27/08/2010
ძალაში შესვლის თარიღი 31/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 390110000.22.023.015048
  • Word
38
27/08/2010
სსმ, 106, 27/08/2010
390110000.22.023.015048
„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.110.000.22.023.015.048

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 38

2010 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გამოცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბრის №806 ბრძანებაში (სსმ III, 2008წ., №177, მუხ. 1804. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილების მე-2 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად.“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2011 წლის პირველი იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანება;

ბ) „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება.

გ) „დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანება.“.

3. ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეს ბრძანება გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.“.

4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის პირველი სექტემბრიდან.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 31 აგვისტოდან.

გ. ხაჩიძე