ტყიბულის ნახშირზე მომუშავე ღუმელების წარმოებისა და გამოყენების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ტყიბულის ნახშირზე მომუშავე ღუმელების წარმოებისა და გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 618
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, უნომრო, 31/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.370.000.05.002.000.
  • Word
618
20/09/1996
სსმ, უნომრო, 31/07/1996
300.370.000.05.002.000.
ტყიბულის ნახშირზე მომუშავე ღუმელების წარმოებისა და გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №618

1996 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

ტყიბულის ნახშირზე მომუშავე ღუმელების წარმოებისა და გამოყენების ღონისძიებათა შესახებ

შემოდგომა-ზამთრის სეზონში ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული ბალანსის დაძაბულობის ნაწილობრივი შენელების, მოხმარებული ენერგორესურსების სტრუქტურის გაუმჯობესებისა და გაიაფების ერთ-ერთი მიმართულებაა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებეში, აგრეთვე მოსახლეობაში გასათბობად ადგილობრივი ნახშირის გამოყენება. ადგილობრივი ნახშირის ფართოდ გამოყენების მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ღუმელი, დამუშავებულია შესაბამისი ბიზნესგეგმა და დადასტურებულია მისი წარმოებისა და გამოყენების მაღალი ეფექტიანობა.

ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და მოსახლეობაში გასათბობად ტყიბულის ნახშირის გამოყენების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წინადადება ტყიბულის ნახშირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო დანიშნულების ღუმელების წარმოებისა და გამოყენების შესახებ.

2.  მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო _ ფირმა "ცეზარი და კომპანიის" მიერ შემუშავებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ღუმელების დამზადების სურვილი გამოთქვეს ქუთაისის ქარხანა "აისმა" (თ. ღვინიანიძე), ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა შპს ფირმა "ცეზარი და კომპანიამ" (ა. ბეროშვილი) და თბილისის საწარმოო გაერთიანებამ "ორიონმა" (ჯ. კუხალაშვილი).

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე) განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე), სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონის გამგეობებმა უმოკლეს ვადაში გააფორმონ დეპარტამენტ "საქნახშირთან" და ხსენებული ღუმელების მწარმოებლებთან ხელშეკრულებები საქვეუწყებო, საბიუჯეტო და სხვა ორგანიზაციების მიერ გათბობისათვის საჭირო რაოდენობის ნახშირისა და ღუმელების შესაძენად სათანადო ანგარიშსწორებით. დეპარტამენტმა "საქნახშირმა" უზრუნველყოს ნახშირზე გადახდისუნარიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) მიმდინარე წლის დაფინანსებიდან ნახშირისა და ნახშირის ღუმელების შესაძენად ზღვრული ასიგნების ფარგლებში მიზნობრივად ქარხანა დამამზადებლის დასაფინანსებლად გამოუყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტოს _ 270 ათასი ლარი _ განათლების სამინისტროს _ 250 ათასი ლარი.

სხვა საბიუჯეტო უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის თანხების ანალოგიური გამოყოფა განხორციელდეს ნახშირზე და ღუმელებზე მათი მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს, ქალაქების მერიებისა და გამგეობის მიერ.

  მიღებულ იქნეს ცნობად, რომ დამამზადებელი ორგანიზაცია  კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს შესაბამისი დანახარჯები საავტორო სალიცენზიო უფლებაზე.

5. სამხარეო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა ხე-ტყის რესურსების განადგურებისაგან დაცვის მიზნით და ადგილობრივ მომხმარებელთა უკეთ მომსახურებისათვის ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ნახშირის და მასზე მომუშავე გასათბობი მოწყობილობების სარეალიზაციო კომპლექსური პუნქტების შექმნას, შეიმუშაონ ნახშირზე მომუშავე საქვაბეების აღდგენის პროგრამები და უზრუნველყონ მათი რეალიზაცია.

6. ეთხოვოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციას ( ა. გოგელია) უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება ამ ბრძანებულებით დასახულ ღონისძიებათა ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის შესახებ.

ე. შევარდნაძე.