„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1774
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 15/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016017
  • Word
1-1/1774
05/11/2010
სსმ, 149, 15/11/2010
040030000.22.024.016017
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1774

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,მ “, ,,ნ “, ,,ო “, ,,პ “, ,,ჟ “, ,,რ “ ქვეპუნქტები:

,,მ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის ექსპორტის წახალისების და ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

 ნ) ქართული საექსპორტო პროდუქციისათვის საექსპორტო სტრატეგიული ბაზრების მოძიება-ანალიზი. აღნიშნულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის მოთხოვნისა და დასაშვებობის პირობების განსაზღვრის მიზნით სათანადო კვლევების განხორციელება;

 ო) ქართული საექსპორტო პროდუქციის და მომსახურების შესახებ საცნობარო და სარეკლამო ხასიათის მასალების მომზადება, გამოცემა და გავრცელება;

 პ) საქართველოს მეწარმე სუბიექტებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;

 ჟ) საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგებიდან საწარმოების გამოვლენა და ასეთ საწარმოებში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის და ერთობლივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

 რ) ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრებისა და სხვა სათანადო ღონისძიებების გამართვა; “.

  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია