"გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3780-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 10/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.016068
  • Word
3780-IIს
28/10/2010
სსმ, 63, 10/11/2010
360160000.05.001.016068
"გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 პუნქტები:

„3. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობის შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ მისი შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ან თავიდან აცილებას, ანდა თუ დაასაბუთებს მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობის სხვა პირობით შეცვლის აუცილებლობასა და ეფექტიანობას გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების თვალსაზრისით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც განიხილავს და შესაბამის წინადადებებს შეიმუშავებს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო – ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

5. კომისია საკითხის განხილვის შემდეგ მინისტრს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციას. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მინისტრი საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში მინისტრი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.

2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები

1. 2008 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“;

ბ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის შესახებ“.

2. 2011 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ოქტომბერი.

№3780–IIს