„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3776-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 10/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.05.001.016065
  • Word
3776-IIს
28/10/2010
სსმ, 63, 10/11/2010
300160070.05.001.016065
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის, სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და საინსპექციო ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში;“.

2. მე-3 მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევაში – განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომელთა მშენებლობის ნებართვას გასცემენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები, სახელმწიფო ზედამხედველობას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ ამავე დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.“.

5. 31-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.

4. 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. 2010 წლის 1 დეკემბრამდე აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნათა ასახვა თავის ნორმატიულ აქტებში.

10. 2011 წლის 1 იანვრამდე შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ოქტომბერი.

№3776–IIს