"საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 09/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340010000.22.032.016004
  • Word
2-173
09/11/2010
სსმ, 145, 09/11/2010
340010000.22.032.016004
"საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-173

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახლმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის 2-44 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახემწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის 2-44 ბრძანებით (სსმ III, 14.03.2006 წ., 33, მუხ.396) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, ხარისხის, სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარული, მცენარეთა დაცვის და აგროქიმიური ღონისძიებების ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს.”;

ბ) დებულების მე-2 მუხლის გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ცხოველთა განსაკუთრებით საშიში სნეულებებისაგან ცხოველთა დაცვა ამ სნეულებების კერების აღმოფხვრა, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა, კერების აღმოფხვრა.”;

გ) დებულების მე-3 მუხლის ე” და ი” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) დებულების მე-3 მუხლის რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ) ცხოველთა განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კონტროლი.”;

 ე) დებულების მე-3 მუხლის ს” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ს) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა.”;

ვ) დებულების მე-3 მუხლის უ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნს.

ზ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) სურსათის დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტი;

ზ) მობილური რეაგირების ჯგუფი.”;

თ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თბილისის სამმართველო;

ბ) გურიის რეგიონალური სამმართველო;

გ) იმერეთის რეგიონალური სამმართველო;

დ) კახეთის რეგიონალური სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ი) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

კ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო.;

ი) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. სურსათის დეპარტამენტის ფუნქციებია:

 ა) სურსათისა და ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

 ბ) სასმელი წყლის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მათი დასამზადებელი ნახევარფაბრიკატების და ნახშირორჟანგად გაზის წარმოების დარგში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დოკუმენტური მასალის შემოწმება, ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღება;

) მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლა, დადგენა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

) რისკის შეფასება, რისკის მართვა და რისკის კომუნიკაცია;

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობა და რისკის ანალიზი;

ბ) სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის შემოტანის აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;

გ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეგისტრაცია;

დ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების, ცხოველთა საკვების და საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული, ბიოლოგიური პრეპარატების შემოტნა-გატანის, გამოყენების ზედამხედველობა და კონტროლი;

) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა და, შესაბამისად, პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფაზე კონტროლი;

) ცხოველთა სნეულებების ვეტერიანარული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა;

) ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობისა და ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება;

) ცხოველთა რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია;

) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. ფიტოსანიტარიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

) საკარანტონო ღონისძიებების განხორციელება;

) მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლის განხორციელება;

) აგროსისტემაში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებასა და გავრცელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

) საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვა, ფიტოსანიტარიული კარანტინის ორგანიზება და კონტროლის უზრუნველყოფა;

) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;   

) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელება;

ი) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი და რისკის ანალიზი;

კ) საკარანტინო ობიექტების ნუსხის შემუშავება;

ლ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე კონტროლის განხორციელება;

) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, რეგიონალური სამმართველოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

გ) სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

დ) სამსახურის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში სამსახურის უფროსის ინდივიდულური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

) სამსახურის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ქსელის გაფართოვება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება და მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება;

) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; თანხების მიზნობრივად ხარჯვის განხორციელება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;

) სამსახურის ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; სამსახურის ინტერესების დაცვა სასამართლოში.

5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) ევროპასთან ჰარმონიზაციის საკითხების უზრუნველყოფა;

გ) საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების უზრუნველყოფა; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მინიჭებული ნებართვების გაცემა.

6. სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

 ა) სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება, რომელიც მოიცავს:

ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობსა და გამოყენების პირობების შემოწმებას;

ა.ბ) სურსათისა და ცხოველთა საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად გამოსაყენებელი ნედლეულს, ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს, ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სხვა პროდუქტებ შემოწმებას; საბოლოო სასურსათო პროდუქტსა და ცხოველის საკვებს, სურსათთან კონტაკტში მყოფი მასალებსა და საგნებ შემოწმებას;

ა.გ) სურსათისა და ცხოველის საკვების მწარმოებელი, დისტრიბუტორის მიერ წარმოებისას გამოყენებული სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებ შემოწმებას;

ა.დ) სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებსა და სურსათის ეტიკეტირებ შემოწმებას;

ბ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიისთვის გადაგზავნა;

გ) შეუსაბამობის აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირება.

7. მობილური რეაგირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) განსაკუთრებულ შემთხვევებში სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა;

ბ) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება; გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებები/ქმედებები (საფრთხეებისა ან/და რისკების აღმოსაფხვრელი ან/და მისაღებ დონემდე შესამცირებელი ღონისძიებები, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები, ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო მასალისა და ნიმუშების სახეობები და რაოდენობები, საკარანტინო მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისას გავრცელების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებები, განსაკუთრებით საშიში მავნებლების სალიკვიდაციო ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, საკარანტინო ზონაში შესაბამისი სამუშაოები და სხვა) და სავარაუდო მიმართულებები (საჭირო მატერიალური რესურსებისა და ღონისძიებების პრაქტიკულად განმახორციელებელი პირების ჩათვლით) განსაზღვრა;

გ) საფრთხის პროპორციულად რისკის მართვის დროებითი ზომების დაუყოვნებლივ გატარება;

დ) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესწავლის შედეგების, გატარებული და დამატებით საჭირო ღონისძიებების/ქმედებების შესახებ სამსახურის ხელმძღვანელობ ოპერატიული ინფორმირება.

8. თბილისისა და რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელება.”.

2. ბრძანება ძალაშია 2010 წლის 10 ნოემბრიდან.

ბ. კვეზერელი