დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N917 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 956 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 09/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310060000.22.034.016010 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №956
2010 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ , რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №917 ბრძანებით (სსმ №140, 29.10.2010 წ., მუხ. 2013) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალების უკანა საქარე მინაზე და უკანა გვერდითა (საბარგულის მხარეს განთავსებულ) მინებზე, აგრეთვე, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინებზე – სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრთა გადასაყვანი მესამე რიგის არსებობის შემთხვევაში .
3. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტა რობის შემცირება აკრძალულია.“ .
2. მე -2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75% -ზე მეტი ოდენობით;” .
3. მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
სატრანსპორტო საშუალებებები, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას
საქართველოს ტერიტორიაზე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებ ების მოძრაობა, რომელთა მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40% -ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%–ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.“
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები