დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 2 მარტის №31/2004 დადგენილება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 02/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 15/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010090000.13.007.006402 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.0900.000.13.007.006.402
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №31/2004
2004 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით მიმართვისა და წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 9 მარტის 18 საათისა.
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები