„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 829
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 10/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016037
  • Word
829
09/11/2010
სსმ, 146, 10/11/2010
190040000.22.033.016037
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №829

2010 წლის 9  ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვბრძანებ:

           მუხლი 1

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.09, №147, მუხლი 1731) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის:

ა) „გ.ზქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;;

ბ) „გ.იქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ი) აჭარის და გურიის სამმართველო..

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების (თბილისის მთავარი სამმართველო; ქვემო ქართლის სამმართველო; კახეთის სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; შიდა ქართლის სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; აჭარის და გურიის სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა _ აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება; დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება; სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობით დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა..

3. მე-6 პუნქტის:

ა) ზ-იქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო. ქუთაისი, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

) აჭარის და გურიის სამმართველო. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები..

           მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი